50 წლის ასაკში აი როგორ შეაჩერებთ დაბერების პროცესს

1442

50 წლის ასაკში აი როგორ შეაჩერებთ დაბერების პროცესს

ფერადი ბოსტნეული

ხილისა და ბოსტნეულის ფერი დამოკიდებულია პიგმენტზე, რომელსაც შეიცავს. ის, თავის მხრივ, გარკვეული ანტიოქსიდანტების, ფიტონუტრიენტების და მკვებავი ნივთიერებების შემცველობაზე ნიშანს გაძლევთ. რაც უფრო მუქია ხილი ან ბოსტნეული, მით უფრო სასარგებლოა.

მწვანე ხილი და ბოსტნეული

მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული შეიცავს ბევრ ქლოროფილს და იზოთიოციანატებს, ასევე B და K ვიტამინების ჯგუფს, კალიუმს და სხვა მიკროელემენტებს. მწვანე ფერის პროდუქტს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს. მათ ორგანიზმი ნელა ითვისებს და სხეულის ფორმებს ზიანს არ აყენებს.

მწვანე ბოსტნეული ღვიძლს კანცეროგენებისგან წმენდს. მას ონკოლოგიური დაავადებების, დიაბეტის და კატარაქტის პროფილაქტიკისთვის იყენებენ. მწვანე ხილი და ბოსტნეული საჭმლის მონელებას აუმჯობესებს და მეტაბოლურ აქტივობას ზრდის.

მწვანე ბოსტნეულში შედის ფოლიუმის მჟავა, რომელიც კოგნიტურ შესაძლებლობებს აუმჯობესებს. მაგალითად, ყურადღების კონცენტრაცია და მეხსიერება. მწვანე ხილის და ბოსტნეულის ნათელი წარმომადგენლები: ისპანახი, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, სატაცური და ავოკადო.

ყვითელი ხილი და ბოსტნეული

C ვიტამინის წყარო. ის არა მხოლოდ იმუნიტეტს აძლიერებს, არამედ ნერვული სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. ყვითელი ფერის საკვები პროდუქტები შეიცავს ლუტეინს. ეს ნივთიერება მხედველობის ორგანოზე კარგ გავლენას ახდენს.

ყვითელი ხილი და ბოსტნეული შეიცავს ფლავონოიდებს, რომლებიც გულის და ონკოლოგიური დაავადებებისგან გვიცავს. ისინი სახსრების ანთებას და ართრიტს უმკლავდებიან, საჭმლის მონელებას აუმჯობესებენ და კანს აძლიერებენ.

წითელი ხილი და ბოსტნეული

წითელი ხილი და ბოსტნეული ვიტამინების და მიკროელემენტების მთელ ნაკრებს შეიცავს. ისინი კარგ გავლენას ახდენენ როგორც იმუნურ, ასევე გულ–სისხლძარღვთა სისტემებზე. ასეთი პროდუქტები თერმულად არ დაამუშაოთ, რომ სრული სარგებელი შეუნარჩუნოთ. ამასთან წითელ პროდუქტებს ალერგიის გამოწვევა შეუძლიათ. ამას ყურადღება მიაქციეთ.

ხილსა და ბოსტნეულს წითელ ფერს პიგმენტი ლიკოპინი ანიჭებს. ეს ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების და გულის შეტევის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია. ასევე მამაკაცის და ქალის ჯანმრთელობას აძლიერებს.

წითელი ფერის ხილი და ბოსტნეული შეიცავს ანტოციანებს. ეს ანტიოქსიდანტები სასარგებლოა მხედველობისა და გულისთვის, ასევე ორგანიზმისთვის.

ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული

ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული – ბეტა–კაროტინის, A ვიტამინის და რეტინოლის მთავარი წყარო. ეს ნივთიერებები კარგ მხედველობას და ლამაზ კანს უზრუნველყოფს. ამასთან იმუნიტეტს აძლიერებენ. სასარგებლოა სეზონური პროდუქტები, მაგალითად, გოგრა ან ხურმა.

ბეტა–კარტოინი სასარგებლოა კუჭის და საყლაპავის სიმსივნის პროფილაქტიკისთვის. მცენარეული პიგმენტი გულის და მხედველობის ორგანოების მუშაობას აუმჯობესებს. ასევე სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს.

იისფერი ხილი და ბოსტნეული

ასეთი საკვები პროდუქტები ვიტამინების, მინერალების და ანტიოქსიდანტების წყაროა. მაგალითად, ბადრიჯანი წონას არეგულირებს, ხოლო მაყვალი ბევრ C ვიტამინს და ფლავონოიდს შეიცავს.

იისფერი ხილი და ბოსტნეული სისხლში ქოლესტერინის და შაქრის დონეებს ამცირებს. ისინი სისხლძარღვებს და ბადურას აძლიერებენ  და ამით თვალის დაღლილობას ებრძვიან.

თეთრი ხილი და ბოსტნეული

განსაკუთრებით საჭიროა შემოდგომა–ზამთრის პერიოდში. ასეთი პროდუქტები იმუნიტეტს აძლიერებენ და სეზონურ დაავადებებს ებრძვიან. თეთრი ხილი და ბოსტნეული კუჭ–ნაწლავის და ჰორმონების მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენენ.

თეთრი ხილი და ბოსტნეული ინფარქტს და ინსულტს, ასევე კოლორექტალურ სიმსივნეს თავიდან აგაცილებთ. ისინი ქოლესტერინის დონეს ამცირებენ და წნევას არეგულირებენ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია