როგორ გავიუმჯობესოთ სმენა სახლის პირობებში? ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

3726

როგორ გავიუმჯობესოთ სმენა სახლის პირობებში? ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

სმენის დაქვეითება ხდება ბგერის აღმქმელი ან გამტარი გზების დაზიანებისას. 60 წლისთვის თითქმის ყველას აღენიშნება სმენის გაუარესება. სმენის დაქვეითებას ბევრი რამ იწვევს ჯერ კიდევ ასაკობრივი ფაქტორებით განპირობებულ მოშლილობამდე. ერთ-ერთი მიზეზია ძლიერი, ხანგრძლივი ხმ­აური, რომელსაც დაფის აპკის მგრძნობიარე ნერვული დაბოლ­ოებების კვდომამდე მივყავართ. ეს ის დაბოლოებებია, რომელთა წყალობითაც ადამიანს სმენადობის შესაძლებლობა აქვს.

დაფის აპკის დაზიანების დროს ხდება სმენის დროებითი დაკარგვა. თავად დაფის აპკის გახეთქვას სხვადასხვა რამ იწვევს: ყურის მძიმე ინფექცია, სპორტის ისეთი სახეობით გატაცება, რომლის შედეგადაც ყური წნევის ძლიერ ცვალებადობას განიცდის (ასეთებია, მაგალითად, ყვინთვა, პარაშუტით ხტომა, სიმძიმეების აწევა), მექანიკური და აკუსტიკური ტრავმა.

ზოგიერთმა დაავადებამაც შეიძლება გამოიწვიოს სმენის დაკარგვა: რევმატოიდულმა ართრიტმა, სიფილისმა, მენიერის დაავადებამ და ოტოსკლეროზმა. სმენის დაქვეითება მოსალოდნელია აგრეთვე ზოგიერთი ანტიბიოტიკის, მაგალითად, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის პრეპარატების, მიღებისას.

ხალხურ მედიცინაში სმენის გასაუმჯბესებელი მრავალი საშუალება არსებობს. ასობით წლის წინ ეს რეცეპრები ყურის ინფექციების და სმენა დაქვეითების სამკურნალოდ წარმატებით გამოიყენებოდა. ჩვენ გთავაზობთ და გირჩევთ გაეცნოთ რჩევებს, რომლებშიც ასახულია თუ როგორ შიეძლება სმენის გაუმჯობესება ბუნებრივი საშუალებებით.

თაფლი და დარიჩინი- შეურიეთ თაფლის და დარიჩნის თანაბარი პორციები. ეს ნაზავი ყოველ დღე 3 ს/კ მიიღეთ და შედეგიც არ დააყოვნებს, ეს ძალიან კარგი საშუალებაა, რათა სმენა უფრო გაუმჯობესდეს.

წითელი ღვინო და მწვანე ჩაი- წითელი ღვინო ისევე როგორც მწვანე ჩაი ანტიოქსიდანტების დიდ რაოდენობას შეიცავს, რაც ყურის შიგნით თმას იცავს. მათი ფუნქცია ძალიან მნიშვნელვანია – ესაა ბარიერი ბაქტერიებისთვის, რომელთაც სმენის დაქვეითების გამოწვევა შეუძლიათ. გირჩევთ ხშირად მიირთვათ ჩაი და არც ღვინოზე თქვათ უარი.

ნიორი- სიცილიაში ნიორი ყველა დაავადების უნივერსალურ წამლად მიიჩნევა. სმენის გასაუმჯობესებლად გირჩევთ ნივრის რამდენიმე წვეთი შეურიოთ ზეითუნის ზეთს და ნაზავი დღეში ორჯერ 3-4 წვეთი ჩაიწვეთოთ.

წითელი ხახვის და ნივრის წვენი- შეურიეთ ერთმანეთში 30 გრ. წითელი ხახვის და ნივრის წვენი. ეს ნაზავი დღეში რამდენჯერმე უნდა დალიოთ. შედეგიც არ დააყოვნებს, სმენა უფრო გამახვილდება.

Facebook კომენტარები