როგორ ავიმაღლოთ ჰემოგლიბინი, თავი დავაღწიოთ ანემიას და დაღლილობას?! გაეცანით სრულ ინფორმაციას . .

1821

როგორ ავიმაღლოთ ჰემოგლიბინი, თავი დავაღწიოთ ანემიას და დაღლილობას?! გაეცანით სრულ ინფორმაციას . .

ჩვენს ორგანიზმში ჰემოგლობინის დეფიციტი უჯრედებში ჟანგბადის მიწოდებას ართულებს. შედეგად კი, ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, თავბრუსხვევა, გაღიზიანება და ძილიანობა.

სწორედ ასეთი მდგომარეობის თავიდან ასაცილებლად რაც შეიძლება ხშირად უნდა მივირთვათ რკინით მდიდარი პროდუქტები. სწორედ დღევადელ სტატიაში გთავაზობთ მსგავსი პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც ჰემოგლობინის გაზრდაში დაგეხმარებათ და ანემიას თავიდან აგაცილებთ კიდეც.

ჩვენს ორგანიზმში ჰემოგლობისნის წარმოსაქმნელად და ორგანიზმისთვის ერთ ერთი მთავარი მინერალის ათვისებაში ზოგიერთი პროდუქტი გვეხმარება. C ვიტამინით მდიდარი პროდუქტები ამის კარგი მაგალითია. მეორე მხრივ, ზოგიერთი პროდუქტი რკინის ათვისებას აუარესებს, მაგალითად, რძე და რძის პროდუქტები. სწორედ ამიტომ, მკურნალობის დროს მათ მიღებას თავი უნდა აარიდოთ.

ნუშის და თაფლის სიროფი: ეს ორი პროდუქტი საოცრად მდიდიარია რკინით, სპილენძით, ასევე სხვა მინერალებით და ვიტამინებით. შედეგად კი, ჰემოგლობინის სინთეზს მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს. მათი მიღება იდეალურია ანემიის პრევენციისთვის, ასევე მასთან და მის სიმპტომებთან საბრძოლველადაც.

ყველა ამ სარგებლის მისაღებად კი უბრალოდ საჭიროა, რომ 1 ჭიქა წყალში 5-7 ნუშის კაკალი მოათავსოთ. მთელი ღამე გააჩეროთ. დილით დააქუცმაცეთ და 1 ს/კ თაფლი აურიეთ. ნახევარი საუზმის წინ შეჭამეთ, მეორე ნახევარი კი საღამოს.

ჭარხალი, სტაფილო და ფორთოხალი

70-100 გრ ჭარხალი და რამდენიმე (100-150 გრ) სტაფილო გათალეთ. დააბლენდერეთ, რომ წვენი მიიღოთ. 1 ფორთოხლის წვენი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 10 დღე ზედიზედ უზმოზე დალიეთ. ამის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი კვლავ გაიმეორეთ.

აქვე გაეცანით რკინით მდიდარ პროდუქტებს:

ხორცი და ზღვის პროდუქტები: ხბოს ღვიძლი, ქათმის ხორცი, მოლუსკები, ხამანწკები, წითელი და თეთრი ხორცი რკინის შესანიშნავი წყაროა. დიახ, უფრო ჯანსაღი ვარიანტებიც არსებობს, მაგრამ წითელი ხორცის ჭარბად მიღება არ ღირს, სჯობს თეთრი ხორცი მიირთვათ.

პარკოსნები: პარკოსნები ნებისმიერი ტიპის დიეტის მთავარი პროდუქტია. თუ ანემია გაწუხებთ, გირჩევთ მიირთვათ, ლობიო, ოსპი, ბარდა. ეს პროდუქტები რკინის შესანიშნავი ბუნებრივი წყაროებია

ხილი და ბოსტნეული: ხილსა და ბოსტნეულს შორის რკინით მდიდარი პროდუქტები გვხდება. მათ შორის ლიდერობს ჭარხალი, ლეღვი, გოგრა, ბანანი, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, როგორიცაა ისპანახი და ბროკოლი.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია