აი, რატომ არ უნდა გადაყაროთ საზამთროს ქერქი-მას სარგებლის მოტანა შეუძლია

1595

აი, რატომ არ უნდა გადაყაროთ საზამთროს ქერქი-მას სარგებლის მოტანა შეუძლია

ზაფხულის ცხელი დღეები საზამთროს გარეშე წარმოუდგენელია. იცოდით, რომ საზამთროს ქერქი არანაკლებ სასარგებლოა? ისინი უამრავ საჭირო ნივთიერებას შეიცავენ, ამიტომ უმჯობესია გაეცნოთ მათი გამოყენების მიზეზებს.

საზამთროს ქერქი დაგეხმარებათ ვარჯიშის ეფექტურობის გაზრდაში

საზამთროს ქერქი რამდენიმე სახის ამინომჟავებს შეიცავს, რომლებიც ვარჯიშის შემდეგ კუნთებს ესაჭიროებათ, შესაბამისად ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ვარჯიშის შემდეგ მსუბუქ საკვებად.

წონის ჯანსაღად კლება

მისი ბოჭკოვანი შემდაგენლობის დამსახურებით, საზამთროს ქერქი დაეხმარება თქვენს ორგანიზმს საჭიროზე ნაკლები კალორიები მიიღოს. გარდა ამისა შარდმდენი ეფექტი აქვს.

სისხლის წნევის დარეგულირება

სწორედ შარდმდენი თვისების დახმარებით საზამთროს ქერქს შეუძლია დაგირეგულიროთ წნევა, სხეულიდან ამ დროს გამოიდევნება ზედმეტი სითხე.

აწესრიგებს შარდსაწვეთ სისტემას

დადებითი გავლენა აქვს თირკმელების ფუნქციონირებაზეც, საზამთრო და მისი ქერქი ამ კუთხით გამოირჩევიან სხვა ხილისგან. არ დაგავიწყდეთ დღიურად 8-12 ჭიქა წყლის მიღებაც!

ამცირებს კიბოს რისკს

საზამთროს ქერქი ძლიერი ანტიოქსიდანტია, მისი შემცველობის დამსახურებით მცირდება კიბოს, განსაკუთრებით კი პროსტატის კიბოს რისკი მთელი 34 %-ით.

ეს საზამთროს ქერქის დადებითი თვისებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, ნუ გადაყრით მას და მაქსიმალურად გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალებები ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად!

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია