რა განაპირობებს ჰემატომის გაჩენას სხეულზე?

3795

რა განაპირობებს ჰემატომის გაჩენას სხეულზე?

შეხვედრისას ადამიანის გარეგნობას ყურადღებას ვაქცევთ და ამიტომ გაზვიადების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანის მდგომარეობა ჩვენი „სავიზიტო ბარათია“. უბრალოდ საშინელებაა, როცა სხეული სისხლჩაქცევებით არის დაფარული, რაც ტრამვის შედეგებს ძალიან ჰგავს.

ის ძალიან არაესთეტიკურად გამოიყურება, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობაზე მზრუნველი ადამიანისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მისი გაჩენის მიზეზები.

რატომ ჩნდება სხეულზე ასეთი სისხლჩაქცევები უმიზეზოდ? დღეს გიამბობთ ასეთი ჰემატომების წარმოშობის ბუნებასა და მასთან გამკლავების მეთოდებზე.

ჰემატომას წარმოქმნის მექანიზმი

თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც სისხლჩაქცევა ჰქონია. მყარ საგანზე დარტყმა საკმაოდ მტკივნეულია და იმავე წამს დარტყმის ადგილას კანი წითლდება, მოგვიანებით მოლურჯო–იისფერი ხდება. ასეთ სისხლჩაქცევებზე ხელის შეხებისას ტკივილს იგრძნობთ.

მტკივნეული დარტყმის შემდეგ ჩალურჯების წარმოქმნა შინაგან სისხლდენას უკავშირდება. ტრავმისას წვრილი სისხლძარღვები ზიანდება, მათგან სისხლი ნაზ ქსოვილებზე ხვდება და ჰემატომას ქმნის. სისხლში შემადგენელი ჰემოგლობინი სისხლჩაქცევის შეფერილობას განაპირობებს, რომელსაც მეწამული ფერი აქვს.

ცოტა ხნის შემდეგ სისხლჩაქცევა ფერს იცვლის და ხდება ჟოლოსფერი, იისფერი, მოყვითალო–მწვანე. ჰემატომას შეფერილობას ჰემოგლობინის დაშლილი პროდუქტები ანიჭებენ – ესაა ბილივერდინი (ყვითელი პიგმენტი მწვანე შეფერილობის) და ბილირუბინი (მოყვითალო–წითელი ნაღვლის პიგმენტი). ითვლება, რომ სისხლჩაქცევა ადამიანის სხეულზე რაც უფრო დაბლაა, მით უფრო მაღალია სისხლძარღვების შიგნით წნევა, შესაბამისად, ჰემატომას შესახორცებლად უფრო დიდი დრო სჭირდება.

ეს საკმაოდ ბუნებრივი და ნაცნობი პროცესია, რომელიც რამდენიმე დღეში უკვალოდ ქრება. რა შეიძლება ითქვას ჩალურჯებებს, რომლებიც დაზიანების გარეშე, მაგალითად, ღამით ძილის დროს ჩნდება? ექიმები ამბობენ, რომ ასეთი მოვლენა ორგანიზმში პათოლოგიურ ცვლილებებს უკავშირდება და შეიძლება სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს.

ჰემატომას წარმოქმნის მიზეზები

პირველ რიგში, პანიკაში არ ჩავარდეთ. თუ ერთი სისხლჩაქცევა გაქვთ, თუნდაც დიდი ზომის, ეს შფოთვის მიზეზი არაა. შესაძლოა, მცირე ტრავმა გქონდათ, რომელიც უბრალოდ ვერ შენიშნეთ.

მაშინ უნდა ინერვიულოთ, როცა ასეთი ჰემატომები სისტემატურად ჩნდება. მათი წარმოქმნის მიზეზების დასადგენად სჯობს ჰემატოლოგს ეწვიოთ, ხოლო ვიწრო სპეციალისტის არ არსებობის შემთხვევაში, ადგილობრივ თერაპევტს.

1. ჰემორაგიული ვასკულიტი

ეს სერიოზული დაავადებაა, რომლის დროსაც სისხლძარღვების კედლებში ანთება ჩნდება და დროთა განმავლობაში იშლება. ამ პათოლოგიური მოვლენის მიზეზი იმუნურ სისტემაში იმალება, რომელიც სისხლძარღვების უჯრედებს „უცხოდ“ იღებს და მათ საწინააღმდეგო ანტისხეულებს აწარმოებს, რაც სისხლძარღვების კედლებს თანდათანობით ანადგურებს. ამ შემთხვევაში აღინიშნება ნაზ ქსოვილებში სისხლჩაქცევები, რომლებიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

დაავადების მიზეზები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგალითად, ინფექციური დაავადება, აუტოიმუნური პროცესის განვითარება ან ანტიბიოტიკების დიდხანს მიღება. მიზეზის მიუხედავად ვასკულიტი აზიანებს სასიცოცხლო ორგანოებს – გული, ტვინი, თირკმლები ან ღვიძლი. ამ შემთხვევაში სისხლჩაქცევები შეიძლება ნებისმიერ ადგილას გამოჩნდეს – მუცელზე, ზურგზე ან კიდურებზე.

ვასკულიტზე ეჭვი შეიძლება გაგიჩნდეთ, თუნდაც იმიტომ, რომ ამ დროს პიგმენტაცია კეროვანია, ბევრი მცირე ჰემატომა. ამასთან, გამონაყარი ხელზე უფრო ბევრია, ვიდრე ფეხებზე. ვასკულიტის დროს ქვედა კიდურები ძლიერ შეშუპებული ხდება, პაციენტი სისუსტეს გრძნობს და ტემპერატურა მაღალია.

ვასკულიტი საკმაოდ სერიოზული დაავადებაა, რომელსაც კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება, ზოგჯერ მთელი ცხოვრების მანძილზე. უსიამოვნების საწინააღმდეგოდ პაციენტს უნიშნავენ ანტილეპროზულ მედიკამენტებს (სულფასალაზინი), სისხლის გაწმენდას პლაზმაფერეზითი, ასევე გლუკოკორტიკოსტეროიდებს.

2. თრომბოციტოპათია და თრომბოციტოპენია

არსებობს სხვა დაავადებებიც, რომლებსაც სხეულზე სისხლჩაქცევების გამოწვევა შეუძლიათ. მედიცინაში მათ თრომბოციტების პათოლოგიებს უწოდებენ.

თრომბოციტოპათია – ჰემოსტაზის თანდაყოლილი ან შეძენილი აშლილობა, რომელიც თრომბოციტების არასრულფასოვნების შედეგად ვითარდება, ამასთან, მათი რაოდენობა ნორმაშია.

ამ დროს ადამიანს მცირე ტრავმაზე, კანის და ლორწოვანი გარსის დაზიანებაზეც ძლიერი სისხლჩაქცევა უვითარდება. პერიოდულად კანქვეშა ჰემატომას გაჩენა შინაგან სისხლდენაზე საუბრობს, რომელიც შეიძლება ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი იყოს.

საბედნიეროდ, თანამედროვე მედიცინამ ასეთი უკურნებელი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება ისწავლეს. თრომბოციტოპათიის დროს პაციენტს მთელი ცხოვრება სისხლის შემაჩერებელი (ჰემოსტატიკური) წამლების მიღება უწევს.

თრომბოციტოპენია – ამ დაავადების დროს სისხლში თრომბოციტების რაოდენობა მკვეთრად მცირდება, რასაც სისხლის ასეთი სხეულების სუსტი წარმოქმნა ან მათი სწრაფი დაშლა იწვევს. ამ დროს ადამიანს ხშირად ცხვირიდან სისხლდენა, იშვიათად ლორწოვანი გარსიდან სისხლდენა ახასიათებს, ხოლო კანქვეშ შეიძლება დიდი ზომის ჰემატომა გაჩნდეს.

თრომბოციტოპენიით დაავადებულებს სტეროიდული ჰორმონების ხანგრძლივი დროით მიღება უწევთ. თუ ასეთმა მკურნალობამ არ გიშველათ, სპეციალისტები ელენთის მოცილებას წყვეტენ. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, შემთხვევების 80%–ში ამ ორგანოს მოშორება მკურნალობაში დადებით დინამიკას იძლევა.

3. სისხლის შედედების ფაქტორების დეფიციტი

თანამედროვე მედიცინისთვის სისხლის შედედეგების 10–ზე მეტი ფაქტორია ცნობილი, რომლებიც თრომბოციტების მსგავსად სისხლს აჩერებენ. მათი მუშაობის დარღვევის დროს შეიძლება პათოლოგიური მდგომარეობა განვითარდეს, რაც სისხლის შედედების დარღვევას და ხშირ სისხლდენას უკავშირდება. ასეთი დაავადებებიდან ყველაზე ცნობილია ჰემოფილია.

სისხლის შედედების დარღვევის ფაქტორების გამოვლენა პრაქტიკულად არ ხდება. მათი შემჩნევა მხოლოდ სისხლჩაქცევებით შეიძლება, რომლებიც დიდხანს არ ჩერდება, ასევე ჰემატომით, რომელიც სხეულზე უმიზეზოდ ჩნდება. დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც ზუსტი დიაგნოზის დასმა რთულია, რადგან გარკვეული ფაქტორის დარღვევის გამოვლენას რთული და ძვირადღირებული დიაგნოზი სჭირდება.

უნდა გახსოვდეთ, რომ დაავადების იდენტიფიცირების შემთხვევაშიც მისი სრულად განკურნება შეუძლებელია. თანამედროვე მედიცინას მხოლოდ ის შეუძლია, რომ პაციენტის ნორმალური მდგომარეობა შეინარჩუნოს სისხლის გადასხმით, სისხლის შემაჩერებელი საშუალებების მიღებით და სპეციალური დიეტის დაცვით.

4. შემაერთებელი ქსოვილების პათოლოგია

აქ რამდენიმე დაავადება ხვდება, რომელთა დროს ირღვევა კოლაგენის წარმოება  – მთავარი ცილა, რომელიც სისხლძარღვების კედლების ფორმირებისა და გამაგრებისთვის აუცილებელია. სიაში შეიძლება შედიოდეს: არასრულყოფილი ოსტეოგენეზი, ელასტიკური ფსევდოქსანთომა და ზოგიერთი სხვა დაავადებაა.

შემაერთებელი ქსოვილების პათოლოგიები ხშირად ადრეულ ასაკში ვლინდება. ჰემატომების გარდა პაციენტს შეიძლება ძვლოვანი სისტემის განვითარების დეფექტი ჰქონდეს, მაგალითად, ზედმეტად გრძელი კიდურები.

ასეთი თანდაყოლილი დეფექტის სრულად განკურნება შეუძლებელია. მედიცინას მხოლოდ პაციენტის მდგომარეობის შენარჩუნება და მძიმე სიმპტომების მაქსიმალურად შემცირება შეუძლია. ამ მიზნით შეიძლება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი მედიკამენტები დანიშნონ.

ნებისმიერ შემთხვევაში ამ დროს სისხლდენა სისცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არაა. სისხლჩაქცევა დაავადების გამოვლენის ერთ–ერთი გზა ხდება.

5. ვარიკოზული გაფართოებული ვენები

ამ დროს წვრილი და მუქი სისხლჩაქცევები ხშირად ჩნდება. ფეხზე სისხლჩაქცევების ქონა და სხეულის სხვა ნაწილზე ჰემატომების არ ქონა საუბრობს სტაგნაციის პროცესზე და ვარიკოზული ვენების საწყის ეტაპზე.

გარდა ამისა, აღინიშნება სისხლძარღვების ვარსკვლავები, ქვედა კიდურებში ვენების გამოვარდნა და კრუნჩხვები, სიარულის დროს ფეხების შეშუპება. დაავადების დროს ვენური სისხლის ნაკადი ირღვევა, სისხლძარღვები ივსება და მოსალოდნელია კედლების გახეთქვა, რაც მცირე ჰემატომას იწვევს.

6. ინფექციური დაავადებები და ონკოლოგია

ზოგჯერ სხეულზე სისხლჩაქცევები უმიზეზოდ ჩნდება ინფექციური დაავადებების გადატანის შემდეგ. ზუსტი მიზეზის დადგენას კვალიფიციური ექიმი საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად შეძლებს. ამ დაავადების მკურალობა მკაცრად ინდივიდუალურია.

და კიდევ: ერთი შეხედვით უმიზეზო მოვლენა არასდროს უგულებელყოთ, რადგან ეს შეიძლება ონკოლოგიური დაავადების არსებობაზე საუბრობდეს. სიმსივნის დროს სისხლში თრომბოციტების რაოდენობა მცირდება, რაც სისხლის შედედებს დარღვევას იწვევს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია