ცვილის განსაკუთრებულად გამორჩეული სამკურნალო თვისებები

1937

ცვილის განსაკუთრებულად გამორჩეული სამკურნალო თვისებები

სანთელი-ცვილი არის ფუტკრების მიერ შექმნილი საოცარი პროდუქტი. ჩვენ გთავაზობთ 100% ნატურალურ პროდუქტს რადგან სწორედ მის ნატურალურობაზეა დამოკიდებული ის შედეგები რომელსაც ელოდება ადამიანი მისი გამოყენების შემდეგ.

ცვილი ასევე წარმატებით გამოიყენება კოსმეტიკაში. მისი დახმარებით მზადდება კრემები, ბალზამები და მაზები.

სანთლის მდიდარი ქიმიური შემადგენლობის გამო ის ძალიან სასარგებლოა როგორც გარეგანი ასევე შინაგანი გამოყენებისთვის. ცვილის სასარგებლო თვისებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია ადამიანებისთვის.

არსებობს გასული საუკუნეების არაერთი ჩანაწერი სადაც აღწერილია ცვილით მკურნალობის არაერთი რეცეპტი. მას იყენებენ როგორც ჭრილობების დამუშავებისთვის ასევე ორგანიზმის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.

ცვილის გამოსაყოფად აუცილებელი პირობაა ახალი თაფლისა და ყვავილის მტვრის არსებობა. 1 კგ ცვილის გამოსაყოფად ფუტკრები ხარჯავენ დაახლოვებით 3,5 კგ თაფლს.

ცვილის გამოყენება მედიცინაში

უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ცვილი მედიცინაში. მაგ. ანგინის დროს ჰიპოკრატე გვირჩევდა ყელზე ცვილის ფენის დადებას. ავიცენა იყენებდა ცვილს როგორც ხველების შემამსუბუქებელ და ამოსახველებელ საშუალებას. აგრეთვე, ცვილი გამოიყენებოდა მეძუძური დედების რძის რაოდენობის გაზრდის მიზნით.

ცვილის ღეჭვა, განსაკუთრებით ანათალის, ძალზედ სასარგებლოა ყელის, პირის ღრუს და ღრძილების დაავადებების დროს.

ხშირად ცვილი გამოიყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მალამოების, სანთლების კრემების, ბალზამების სახით.

არც ერთ პროდუქტში არ არის იმდენი კაროტინი, როგორც ცვილში. მაგალითად, კაროტინით განთქმულ 100 გრ. სტაფილოში 2-დან 9 მგ-მდე კაროტინია, იგივე რაოდენობის ცვილში იგი 8-12 გრამია. A -ვიტამინი ხელს უწყობს უჯრედების აღდგენას და გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება, რასაც ფართოდ იყენებენ კანის დაავადებების, ჭრილობების, დამწვრობების, წყლულების მკურნალობისას.

უფრო მეტი სამკურნალო ეფექტით გამოირჩევა თაფლისა და ცვილის ერთდროული მოქმედება. პირის ღრუს დაავადებების მკურნალობისას განსაკუთრებით ეფექტურია ანათალის ღეჭვა.

ასევე მკურნალობენ სტომატიტს, პარადონტოზს. კარგი შედეგი ვლინდება ჰაიმორიტის და ბრონქული ასთმის მკურნალობისას.

სპასტიური კოლიტის შემთხვევაში ცვილის მიღება აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას.

მდნარი ცვილის შეზელვა აკუპუნქტურის წერტილებში, გამოიყენება პერიფერიული სისხლძარღვების მკურნალობისას.

ცვილი კარგად მოქმედებს კანისა და ლორწოვანი გარსის  დაავადებების დროს, რადგან მასში დიდი რაოდენობითაა A-ვიტამინი, გააჩნია დამარბილებელი  და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია