თაფლის ნიღბები სახის კანისთვის! მიანიჭებს თქვენს კანს სიჯანსაღესა და ბზინვარებას

1045

თაფლის ნიღბები სახის კანისთვის! მიანიჭებს თქვენს კანს სიჯანსაღესა და ბზინვარებას

მკვებავი კრემ-ნიღაბი თაფლით ნორმალური კანისთვის

 მკვებავი, მატონიზირებელი, დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით თაფლი სისხლძარღვების ტონუსს ზრდის და კაპილარებში სისხლის მიმოქცევას ააქტიურებს, კანზე დადებითად მოქმედებს, მის გარეგნულ იერს და ჯანმრთელობას აუმჯობესებს.

ამ საშუალების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 შეფუთვა იაფი, საბავშვო კრემი
  • 1 ჩ/კ თაფლი
  • 1 ალოეს ფოთოლი
  • 1 ჩ/კ ნაღები
  • 2-3 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი არომატისთვის (შეგიძლიათ არ გამოიყენოთ)

ალოეს წვენი გაწურეთ და ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ. მიღებული საშუალება მაცივარში შეინახეთ. გამოყენების წინ ცოტა ხნით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, რომ მისი წასმა კომფორტული იყოს.

კრემ-ნიღაბი სახეზე წაისვით და 1 საათით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ, შემდეგ სახეზე ცივი წყალი იპკურეთ და რბილი პირსახოცით ნაზად შეიმშრალეთ. საშუალება კანს კვებავს, ტონუსს ზრდის და წვრილ ნაოჭებს ასწორებს.

თაფლის ნიღაბი შვრიით ცხიმიანი კანისთვის

თუ ცხიმიანი, ანთებისკენ მიდრეკილი კანი და გაფართოებული ფორები გაქვთ, ეს ნიღაბი ამ პრობლემების გამკლავებაში დაგეხმარებათ. ის კანის მკვდარ უჯრედებს ნაზად მოგაშორებთ, ფორებს გაწმენდს და გაღიზიანებას გააქრობს.

2 ს/კ შვრია დაფქვით და 1 ჩ/კ თაფლი, 1 ს/კ უცხიმო რძე დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ნიღაბი სახეზე 20-30 წუთით გაიჩერეთ. თბილი წყლით ჩამოიბანეთ, ცივი წყალი იპკურეთ (წყალს შეგიძლიათ ლიმონის წვენი დაუმატოთ) და პირსახოცით შეიმშრალეთ. მკვებავი კრემი წაისვით.

მეორე რეცეპტი თაფლით და შვრიით: 1 ჩ/კ დაფქულ მარცვალი, 1 ჩ/კ თაფლი და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი აიღეთ, კვერცხის გული დაუმატეთ, აურიეთ და სახესა და ყელზე წაისვით. საშუალება დაღლილ და გაფართოებული ფორების მქონე კანს უხდება. ის ტოქსინებს კარგად გამოდევნის, ტონუსს მატებს და სახის ფერს აუმჯობესებს.

თაფლის ნიღაბი ალოეთი ასაკოვანი კანისთვის

ამ რეცეპტს რამდენიმე ვარიანტი აქვს. ალოეს წვენი კანს ატენიანებს, ატონიზირებს, წმენდს და ანთებას აქრობს. თაფლი ეპიდერმისის უჯრედების აღდგენას სტიმულირებს. სხვადასხვა დანამატების მიხედვით ნიღაბი დამატებით თვისებებს იძენს. არ დაგავიწყდეთ, რომ ალოემ და თაფლმა შეიძლება ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს – გამოყენების წინ დარწმუნდით, რომ ორგანიზმი ყველა ინგრედიენტზე ნორმალურად რეაგირებს.

საბაზისო რეცეპტი საკმაოდ მარტივია: თანაბარი პროპორციით ალოეს წვენი (შეგიძლიათ უბრალოდ ფაფის მიღებამდე დააქუცმაცოთ) და თაფლი აიღეთ, აურიეთ და სახეზე 5-10 წუთით გაიჩერეთ. თუ ძალიან თხელი ნარევი გამოვა, ნიღბით შეგიძლიათ მარლის გამოჭრილი სახის სალფეთქი გაჟღინთოთ და სახეზე ნაზად დაიდოთ.

რაც შეეხება ნიღბის დანამატებს:

  • ზეითუნის ზეთი და ვიტამინები

ნიღბის საწყის მოცულობას 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი და 2-2 წვეთი A და E ზეთოვანი ვიტამინები დაუმატეთ და აურიეთ. ასეთი შემადგენლობა ჩამოწელილ კანს კვებას და ნაოჭებს ასწორებს.

  • ხაჭო

საბაზისო მოცულობას 2 ჩ/კ უცხიმო ხაჭო დაუმატეთ და კარგად აურიეთ. ასეთი ნიღაბი კვირაში 2-ჯერ გაიკეთეთ, რომ ჩამოწელილი, ასაკოვანი კანი გამოკვებოთ.

  • შვრიის ფქვილი

აქ სხვა პროპორციებია საჭირო: 1 ჩ/კ თაფლს, 1 ს/კ ალოეს წვენი და 2 ჩ/კ შვრიის ფქვილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ, რომ გოროხები არ დაგრჩეთ. სახეზე 20 წუთით წაისვით. ნიღაბი კანს წმენდს, ატონიზირებს და აახალგაზრდავებს.

თაფლის პილინგი ლიმონით

ეს საშუალება ცხიმიან კანს (მათ შორის პრობლემურ), ასევე დაღლილ და ჩამოწელილ კანს უხდება. ის არა მხოლოდ კანს წმენდს, არამედ არბილებს, ატონიზირებს, სისხლის მიმოქცევას სტიმულირებს, კანს ათეთრებს და სახის ფერს აუმჯობესებს. გაითვალისწინეთ: თუ რაიმე სახის ანთება გაქვთ ლიმონის პილინგის გაკეთება არ ღირს.

საშუალების მოსამზადებლად 2 ს/კ თხევად თაფლს (აუცილებლობის შემთხვევაში წყლის ორთქლზე თაფლი გაადნეთ) 1 ს/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ. ზოგჯერ 1 ს/კ ხორბლის ქატოს უმატებენ. სახეზე წაისვით და 20-30 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

Facebook კომენტარები