აი, რა შეიძლება იყოს წონაში მატების, თმის ცვენის, ოფლიანობის, დაღლილობის და უძილობის მთავარი მიზეზი

3791

აი, რა შეიძლება იყოს წონაში მატების, თმის ცვენის, ოფლიანობის, დაღლილობის და უძილობის მთავარი მიზეზი

ჩვენს ორგანიზმში არსებული ჰორმონების ბალანსი აუცილებელია ჯანმრთელობისათვის. სამწუხაროდ, ჰორმონალური ბალანსის რღვევა საკმაოდ ხშირი შემთხვევაა, განსაკუთრებით კი ქალებში. ჩვენ გასწავლით იმის შესახებ, თუ როგორ აიცილოთ თავიდან მსგავსი სახის გართულებები.

წარმოგიდგენთ 8 სიმპტომს, რომლებიც ჰორმონალურ დისბალანზე მიუთითებენ:

1. გახშირებული წონაში მატება

თუ წონაში კატასტროფულად იმატებთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკვები რაციონი უნდა შეცვალოთ. წონაში მატება შესაძლოა ჰორმონალური დისბალანსის ერთ-ერთი ნიშანი იყოს.

სტრესის ჰორმონი, კორტიზოლი, თირკმელზედა ჯირკვლის მიერ არის წარმოქმნილი. როდესაც ამ ჰორმონის ფუნქციონირება იზრდება, იქნება ეს სტრესის გამო თუ სხვა ფაქტორებსგან გამოწვეული, ხდება წონაში მატება.

კორტიზოლის ჭარბი სახით გამომუშავება იწვევს ინსულინის ჭარბი სახით გამომუშავებასაც, რაც თავის მხრივ, ზრდის სისხლშ არსებულ შაქრის დონეს, ეს ყველაფერი კი აძლიერებს შიმშილის განცდას და ზრდის მადას.

როგორც დადგინდა, კორტიზოლის გამუდმებულმა მატებამ, შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი, ტოქსიკური ცხიმების დაგროვება ორგანიზმში, განსაკუთრებით კი მუცლის ტერიტორიაზე. ეს კი ზრდის გულსილხლძარღვთა დაავადებების რისკებს მნიშვნელოვნად.

2. თმის ცვენა

უწინ ეგონათ, რომ თმის ცვენის ძირითად მიზეზად ითვლებოდა ჰორმონის სახელად ტესტოსტერინის დაკარგვა. თუმცა, დღესდღისობით ირკვევა, რომ მთავარი დამნაშავე არის დიჰიდროტოტეროსტერი.

ჯანმრთელი ადამიანი გამოიმუშავებს დიჰიდროტოტეროსტერის მცირე რაოდენობას. თუმცა ეს ჰორმონი არ უნდა გვხდებოდეს ჯანმრთელი ქალის სხეულში. ამრიგად, დიჰიდროტოტეროსტერის მცირე რაოდენობაც კი, რომელიც აღმოჩნდება ქალის სხეულში ნიშანია იმისა, რომ დაწყებულია თმის ცვენა.

კაცებში, დიჰიდროტოტეროსტერის დონის მატება იწვევს თმის ცვენის გახშირებას.

3. გახშირებული ოფლდენა

ეს ჰორმონალური დისბალანსის კიდევ ერთი ნიშანია

მენოპაუზის დროს ქალები ხშირად უჩივიან შეხურებას, ოფლიანობას – ეს ყველაფერი კი ჰორმონალური დარღვევების ბრალია.

ადამიანები, რომლებიც ჰორმონალური დარღვევებით იტანჯებიან, უჩივიან ოფლიანობას ძილის დროსაც.

ქალებში და მამაკაცებში ოფლიანობა შეიძლება იყოს ენდოკრინული სისტემის პრობლემების შედეგი, რაც ხელს უშლის ჰორმონების წარმოებას, როგორიცაა სეროტონინი.

4. სახსრების ტკივილი და დაღლილობის შეგრძნება

სახსრების ტკივილიდ ა მუდმივი დაღლილობა ჰორმონალური დარღვევის ერთ-ერთი ნიშნებია. ეს განსაკუთრებით სავარაუდოა მაშინ, თუ კარგად გამოძინების შემდგაც კი ძლიერ დაღლილი იღვიძებთ და ფიზიკური აქტივობა გიჭირთ – გტკივათ სახსრები და კუნთები.

ეს კვლავაც სტრესის ჰორმონის ბრალია. კორისტოლი იწვევს დაღლილობის მუდმივ სტადიას, რაც ხშირად სტრესულ სიტუაციაში გაგდებთ.

თუ სტრესი ძალზედ გახშირდა, მან შესაძლოა მუდმივი დაღლილობის შგერძნება წარმოშვას. ქრონიკული ტსრესის დროს, ადამიანები ხშირად განიცდიან ტკივილს ან დაძაბულობას თირკმელზედა ადგილებში, რაც კორტიზოლის მაღალი დონის შედეგია.

გარდა მისა, მუდმივი და ღლილობა შესაძლოა სხვა ჰორმონის მიერაც კი იყოს გამოწვეული, ეს მაშინ ხდება როდესაც ფარისებრი ჯირკვლის სტიმულაციური ჰორმონის დონე საკმაოდ მაღალია. აღნიშნული პრბლემა ძირითადად თავს იჩენს მაშინ, როდესაც ფარისებრი ჯირკვლის მწვავე უკმარისობაა ჰიპოთირეოზის დროს.

5. შაქრის გამძაფრებული მოთხოვნილება

შაქრის, ან ტკბილეულისადმი მძაფრად გამოხატული სურვილი შესაძლოა ჰორმონალური დარღვევის ერთ-ერთი ნიშანი იყოს, რაც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონითაა გამოწვეული. ეს არის ჰიპოთირეოზის შედეგი, როდესაც ჯირკვლები ჰიპოაქტიურია, ანუ ისინი ნელა მუშაობენ.

თირკმელზედა ჯირკვლების გადატვირთვამ შესაძლოა აგრეთვე გამოიწვიოს ტკბილეულის მიმართ მძაფრი სურვილი.

შედეგად, სხეული ზრდის ადრენალინის და სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის გამოყოფას.

6. ცუდი გუნება-განწყობილება

თუკი ხშირად ხართ ცუდ განწყობაზე, ადვილად ღიზიანდებით და ვარდებით დეპრესიაში, გამომწვევი მიზეზი შესაძლოა ფარისებრი ჯირკვალი იყოს, კერძოდ კი დიჰიდროტოტეროსტერის გამომუშავება.

7. უძილობა და ძილის ციკლის მოშლა

მენოპაუზის დროს ქალები ხშირად უძილობის, ან ძილის ციკლის მოშლით იტანჯებიან. ეს ძლიერი ჰორმონალური აქტივობის შედეგია.

ძილის ნაკლებობამ შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს 10 ჰორმონზე: მადის, ნაყოფიერების, გულის ჯანმრთელობის და გონებრივი ჯანმრთელობის პასუხისმგებელ ჰორმონებზე.

ესტროგენის ჰორმონი – მისი ბალანსი შენარჩუნებულია რეგულარული ძილის საშუალებით. მისი დეფიციტი, რომელიც მენოპაუზის სიმპტომია, ქალებში უძილობის მთავარი მიზეზია.

მამაკაცებში ტესტოსტერონის დეფიციტი ხშირად იწვევს ძილის მოშლას.

8. მომნელებელი სისტემის პრობლემები

სამი ჰორმონის დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის პრობლემები. ეს ჰორმონები, ცნობილია როგორც გასტრინი, სეკრეცია და ქოლეცისტოკინინი.

ისინი ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელი პროცესის სტიმულირებას და გარდაქმნიან საკვებს მარტივ მოლეკულებად, რომლებიც ადვილად შეიწოვება სისხლში.

ეს ნიშნები, რომლებზეც ზევით მოგიყევით, ტქვენს სხეულში არსებულ ჰორმონალურ დისბალანსზე მიუთითებენ.

თუ თქვენ ზემოაღნიშნული ნიშნებიდან რომელიმეს უჩივით, აუცილებლად ესტუმრეთ ექიმს და გაიარეთ მასთან კონსულტაცია.

ჩვენ გთავაზობთ სახლში დასამზადებელ რეცეპტს, რომელიც თქვენს ჰორმონებს მწყობრში ჩააყენებს:

  • 1 ჩ/კ კოჭა
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი
  • 1 ც საშუალო კიტრი, ან მწვანე ვაშლი
  • 1 ნიახურის ღერო
  • 1 დიდი სტაფილო
  • 200 გ წყალი

ჩაყარეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში და კარგად აურიეთ. ნაყენი გათვლილია ერთ დღეზე. შეგიძლიათ მიიღოთ 1 თვის მანძილზე, წელიწადში 3-4 ჯერ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია