რატომ ვლინდება უფორო ხშირად გულის დაავადებები შემოდგომაზე და როგორ ავიცილოთ თავიდან ესეთი შემთხვევები

961

გულსისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია, დიდია გულის შეტევით სიკვდილიანობის მაჩვენებელი. აღიარებული ფაქტია, რომ ეს დაავადება ისე უსიმპტომოდ შემოიპარება ადამიანი ვერც კი ხვდება. ამისდა მიუხედავად საზოგადოება ექიმთან კონსულტაციებს მაინც გაურბის და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ნიშნავს შეხვედრას. უცნაურია, თუმცა ფაქტია ისიც, რომ კარდიოლოგებს გულის პრობლემებით ყველაზე ხშირად შემოდგომაზე სტუმრობენ.

რატომ? ზაფხულში სისხლძარღვები ფართოვდება. სიცივეში კი ის კვლავ ვიწროვდება და ორგანიზმში სწრაფი ცვლილებების გამო გულის დავადებებიც ვლინდება. კარდიოლოგები გვირჩევენ, განსაკუთრებით ამ სეზონზე ავერიდოთ სტრესს, გადაღლას, ფიზიკურ დატვირთვას, თუმცა აუცილებელია ფიზიკური აქტივობა.

Vasodilation - Wikipedia

ამერიკის გულის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში ვკითხულობთ, რომ კვირაში 5-ჯერ ფიზიკური აქტივობა 30 წუთის განმავლობაში აუცილებელია. ასევე, მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება- ბოსტნეულის და ხილის მიღება და კვირაში ორჯერ თევზის მირთმევა. გულისთვის კარგია თხილეული და რძის ნაწარმი.

Facebook კომენტარები