სისხლის გათხელება მედიკამენტების გარეშე, მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით! აიცილეთ თავიდან სისხლის შედედება

2004

სისხლის გათხელება მედიკამენტების გარეშე, მხოლოდ ნატურალური პროდუქტებით! აიცილეთ თავიდან სისხლის შედედება

Სხეულის ყველა ორგანოს ფუნქცია დამოკიდებულია სისხლის ნაკადზე, რის გამოც სისხლის შედედება ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კიდევ უფრო სერიოზული გართულებები.

Სისხლის შედედება ყველაზე ხშირად გამოწვეულია ტრავმით და როგორც კი ის განიკურნება, სისხლის შედედება იხსნება.

სისხლი, ცოცხალი ორგანიზმის თხევადი ქსოვილია. იგი გულის ტუმბოს საშუალებით ცირკულირებს სისხლძარღვებში და სხვადასხვა ორგანოების ქსოვილებს ამარაგებს საკვები ნივთიერებითა და ჟანგბადით.

სისხლი შედგება თხევადი კომპონენტების – პლაზმის, მასში გახსნილი ცილების და სხვადასხვა აგებულებისა და ფუნქციის უჯრედებისაგან.

სისხლის ცირკულაციის უნარი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორებიცაა: გულის კუნთის ფუნქცია, სისხლძარღვების ტონუსი, სისხლის სიბლანტე და სხვა.

თუ სისხლის სიბლანტე და შედედების უნარი გაიზარდა, ამ შემთხვევაში, მოსალოდნელია სისხლის მკვრივი მასების წარმოქმნა და სისხლძარღვებში მისი გადაადგილების შეფერხება, რაც სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.

საბედნიეროდ, ორგანიზმს გააჩნია მრავალკომპონენტიანი სისტემა, რომელიც ცილების, ფერმენტების, იონებისა და სხვა უჯრედებისგან შედგება. იგი სისხლის შედედების პროცესს არეგულირებს და ინარჩუნებს მის ფიზიოლოგიურ დონეს.

საჭიროების შემთხვევაში, ეს სისტემა აქტიურდება და იცავს ორგანიზმს, როგორც სისხლის შედედებისგან, ისე შედედების უნარის დაქვეითებისგან.

თუმცა, შესაძლებელია, ამ დამცავი სისტემის თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიის გამო, დაირღვეს სისხლის შედედების ფიზიოლოგიური უნარი და სხვადასხვა პათოლოგია განვითარდეს.

ასეთი ტიპის პათოლოგია შეიძლება იყოს ჰემოფილია, როდესაც ადამიანის ორგანიზმს დაკარგული აქვს სისხლის შედედების უნარი. ამ დროს, მცირე ტრამვის დროსაც შეიძლება განვითარდეს ძლიერი სისხლდენა.

არსებობს სხვა პათოლოგიაც, რომლის დროსაც, ორგანიზმში გაზრდილია სისხლის შედედების უნარი. ასეთ შემთხვევებში, არსებობს თრომბის განვითარების დიდი ალბათობა. გარდა ამისა, მოსალოდნელია სისხლის მიმოქცევის სრული შეწყვეტა.

აქ არის მოცემული  სისხლის გამათხელებლები, რომლებიც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ სისხლის შედედება:

ბუნებრივი ანტიბიოტიკები, როგორიცაა ნიორი, ზეითუნის ზეთი და ხახვი.

პომიდორი, რომელიც ეფექტურად აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას.

ყურძენი მდიდარია ფლავონოიდებით, როგორიცაა კემფეროლი, კვერცეტინი და მირიცეტინი, რომლებიც უზრუნველყოფენ ძლიერ სისხლის გამათხელებელ ეფექტს.

ვიტამინი E – ხელს უშლის ჟანგვას, ამიტომ გაზარდეთ ავოკადოს, კივის, ნუშის ბროკოლის მიღება.

ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავები ამცირებს თრომბოციტების აქტივობას, ამის  ყველაზე მდიდარი წყაროა კაკალი, თევზი და გოგრის თესლი.

კურკუმა – მისი აქტიური ნივთიერება, კურკუმინი, ხელს უშლის სისხლის შედედების წარმოქმნას.

კოჭა  – აცეტილსალიცილის მჟავა, რომელიც მიიღება სალიცილატისგან, ნაპოვნია ამ ფესვში და ჩვეულებრივ უწოდებენ ასპირინს, შეიძლება დაგეხმაროთ ინსულტის თავიდან ასაცილებლად.

გინგო – ამცირებს ფიბრინს, ცილას, რომელიც ხელს უწყობს სისხლის შედედების წარმოქმნას.

ვიტამინი C აძლიერებს უჭერს სისხლძარღვთა ჯანმრთელობას.

მოცვი – საუკეთესო კენკრაა შედებების თავიდან ასაცილებლად. მიიღეთ ყველანაირი სახით.

დარიჩინი – ეს პოპულარული სანელებელი შეიცავს კუმარინს, ქიმიკატს, რომელიც მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიკოაგულანტი და ამცირებს არტერიულ წნევას.

კაიენის წიწაკა – აქვს ძლიერი სისხლის გამათხელებელი თვისებები მისი დიდი რაოდენობის სალიცილატების გამო.

ჭარხალი  გაჯერებულია ნიტრატების მაღალი შემცველობით, რაც აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას და ამცირებს სისხლის შედედებას.

გარდა ამისა, შემდეგი სასმელები და საკვები ასევე დაგეხმარებათ:

ბოსტნეული, როგორიცაა სალათი, ბროკოლი.

ხილი, როგორიცაა კენკრა, გრეიფრუტი, ანანასი და ბროწეული.

შავი შოკოლადი

თხილის სახეობები, როგორიცაა კაკალი, ნუში, კეშიუ, პისტა და ბრაზილიური კაკალი.

სასმელები, როგორიცაა მწვანე ჩაი, ყურძნის წვენი, მოცვის წვენი და ანანასის წვენი.

აუცილებლად სანახავი:ხალხური მეთოდები მათთვის ვინც ხვრინავს! ეს პრობლემა მეტჯერ აღარ შეგაწუხებთ!

Facebook კომენტარები