როგორ ვუმკურნალოთ ფრჩხილებს სახლის პირობებში, რომ ფრჩხილი არ მოგტყდეთ, არ გაგეყოთ და სწრაფად გაგეზარდოთ

918

ფრჩხილებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.  ვნახოთ, როგორ უნდა უმკურნალოთ ფრჩხილებს სახლის პირობებში.

1. მკურნალობა კიტრის წვენით

How to Make Cucumber Juice (with Pictures) - wikiHow

თუ ხშირად გტყდებათ ფრჩხილები, მის გასამაგრებლად შეგიძლიათ კიტრის წვენი გამოიყენოთ. ის მდიდარია A, E, B1, B2, B3 და C ვიტამინებით. გარდა ამისა, ის შეიცავს კალციუმსა და რკინას, რაც ამაგრებს და აჯანსაღებს ფრჩხილებს. ხუთი წუთი გააჩერეთ ფრჩხილები კიტრის წვენში, შემდეგ კი თბილი წყლით დაიბანეთ.

2. წაისვით ფრჩხილებზე ჩაის ხის ზეთი

ის გამოირჩევა სოკოს საწინააღმდეგო თვისებებით, აჯანსაღებს ფრჩხილებს და ამაგრებს. შეგიძლიათ სამედიცინო ბამბით ყოველ საღამოს წაისვათ. შედეგს ერთ კვირაში ნახავთ.

3. სასარგებლოა ლიმონისა და სოდის ნაზავი

15 Awesome Home Remedies To Make Your Nails Shiny And Healthy

ლიმონის წვენისა და სოდის ნაზავი ბამბით წაისვით ფრჩხილებზე და ათი წუთი გაიჩერეთ. შემდეგ კი, თბილი წყლით დაიბანეთ. ის ათეთრებს, ამაგრებს ფრჩხილებს და ჯანსაღ იერს აძლევს მათ.

4. ცხენისკუდას ჩაი

Horsetail: The Herb That Supports Hair, Skin and Nails - Dr. Axe

კვლევებით დამტკიცებულია, რომ ცხენისკუდას ნაყენი არის ანტიოქსიდანტი და ინფექციების საწინააღმდეგო უებარი საშუალება. შეგიძლიათ დღეში ერთი ჭიქა მიირთვათ. ის ამაგრებს ფრჩხილებს, ასევე დადებითად მოქმედებს თმაზე.

5. სასარგებლოა თავშავას ზეთი

თავშავას ზეთი ხელმისაწვდომია აფთიაქებში და ის ეფექტური საშუალებაა ბაქტერიების წინააღმდეგ. თუ ფრჩხილებს ამ ზეთით დაიმუშავებთ, მას მოაშორებთ მავნე ბაქტერიებს და უფრო ჯანსაღს გახდით.

6. მიირთვით ბიოტინით მდიდარი საკვები

იმისთვის, რომ ფრჩხილები მარტივად არ მოტყდეს, მყარი იყოს და სწრაფად გაიზარდოს, ბიოტინით მდიდარი საკვები უნდა მიირთვათ. მაგალითად, მოხარშული კვერცხი, თხილი, სოკო, ბანანი.

7. ქოქოსის ზეთის მასაჟი

The Truth About Coconut Oil | | Keck Medicine of USC

ქოქოსის ზეთით თუ დაიმუშავებთ ფრჩხილებს, ის გაჯანსაღდება, ტენიანობა მოემატება და აღარ გაიყოფა.

8. ვაშლის ძმრისა და წყლის ნაზავი

ვაშლის ძმრისა და წყლი ნაზავში ფრჩხილები გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. ძმარი და წყალი ნაზავში ერთნაირი რაოდენობის უნდა იყოს. ეს პროცედურა სწრაფად აღადგენს ფრჩხილს და უბრუნებს მას სიჯანსაღეს.

9. ნიორი

ნიორს ბევრი რამის სამკურნალოდ იყენებენ და როგორც აღმოჩნდა, ის კარგია ფრჩხილების გაჯანსაღებისთვისაც. ნიორი კარგია ფრჩხილის სოკოს საწინააღმდეგოდ. წაისვით დაჭყლეტილი ნიორი პრობლემურ ადგილას და გაიჩერეთ ნახევარი საათით. ხუთი პროცედურის შემდეგ შედეგი სახეზე იქნება.

Can rubbing garlic on your nails make them longer?

Facebook კომენტარები