სისხლის გათხელება სასიცოცხლოდ მნიშვნელივანია. გაიმარტივეთ პრობლემა ამ რეცეფტებით
სისხლის გათხელება აუცილებელია, რადგან არ მოხდეს შედედება და თრომბის განვითარება. ჩვენ გთავაზობთ რეცეფტებს ხალხური მედიცინიდან, რომლებიც მართლაც ეფექტურია და ბიუჯეტური.
ნიორი და თაფლი
250 გრამ გასუფთავებულ და წვრილად დაჭრილ ნიორს დაასხით 300 გრამი ნატურალური თაფლი, ქილას დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ მაცივარში 3 კვირით. დაიწყეთ მზა საშუალების მიღება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.
მუსკატის კაკალი
100 გრამ დაფქულ მუსკატის კაკალს დაასხით ნახევარი ლიტრი ოჯახის არაყი და დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე 21 დღის განმავლობაში (პერიოდულად კარგად შეანჯღრიეთ). დაყოვნებული მასა გადაწურეთ და დაიწყეთ მისი მიღება შემდეგი ინსტრუქციის მიხედვით: 1/4 ჩაის ჭიქა ცხელ წყალში დაამატეთ ეს ნაყენი 20-30 წვეთის ოდენობით და დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე. ეს სასმელი უნდა მიირთვათ დღის განმავლობაში 3-ჯერ. კურსის ხანგძლივობა – ნაყენის ამოწურვამდე. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია 10 დღიანი შესვენების აღება. საერთო ჯამში რეკომენდებულია 5 კურსის ჩატარება.
აბზინდა
დაღეჭეთ 1/2 ჩაის კოვზი გამომშრალი აბზინდა და მიაყოლეთ 1 ჩაის ჭიქა კეფირი. მოიქეცით ასე ყოველ საღამოს ერთი კვირის განმავლობაში, შემდეგ აიღეთ 10 დღიანი შესვენება და კვლავ დაიწყეთ აბზინდის ჭამა. ის არა მხოლოდ გაგითხევადებთ სისხლს, არამედ გაგიწმენდთ ღვიძლს და გაგიძლიერებთ იმუნიტეტს.
გაღვივებული ხორბალი
ყოველდღიურად მიირთვით 1 სუფრის კოვზი გაღვივებული ხორბალი. შეგიძლიათ მისი დამატება ბოსტნეულის სალათებშიც 1 ჩაის კოვზ სელის ზეთთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს და არაჩვეულებრივად ათხევადებს სისხლს.
ჯანჯაფილი და დარიჩინი
დაგჭირდებათ დაახლოებით 4 სანტიმეტრი სიგრძის ჯანჯაფილის ფესვი და მწიკვი დარიჩინი. 1 ჩაის კოვზ მწვანე ჩაის დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, დააყოვნეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ გადაწურეთ. მზა სასმელში დაამატეთ წვრილად დაქუცმაცებული ჯანჯაფილი, ერთი მწიკვი დარიჩინი, ნახევარილი ლიმონის წვენი და მცირეოდენი თაფლი, კარგად მოურიეთ.
მიირთვით ეს სასმელი ყოველდღიურად რამდენიმე კვირის განმავლობაში, რათა საიმედოდ დაიცვათ თავი თრომბების ფორმირებისგან.