10 ყველაზე ბიუჯეტური ნიღაბი სახის კანისთვის, რომლებსაც სახლში მარტივად მოამზადებთ

1276

10 ყველაზე ბიუჯეტური ნიღაბი სახის კანისთვის, რომლებსაც სახლში მარტივად მოამზადებთ

სახის კანის მოვლა წლის ნებისმიერ დროს მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოზამთრებული კანი რომ ზაფხულშიც იდეალურად გამოიყურებოდეს, სპეციალისტების რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ.

ზაფხულში სახის კანის მოვლაზე როდესაც ფიქრობთ, პირველი, ბუნებრივია, მზისგან დამცავი კრემი გახსენდებათ, თუმცა გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ კანის დატენიანებას, დაბანას.

1. მწვანე ჩაის ნიღაბი

შეურიეთ 1/2 ჭიქა თიხა, 1/3 ჭიქა ვაშლის ძმარი და 1/3 ჭიქა მწვანე ჩაი ერთმანეთს. არევის შემდეგ ნაზავს დაუმატეთ 5 წვეთი ლავანდრის სურნელოვანი ზეთი. აურიეთ კრემის მიღებამდე და წაისვით სახეზე 20 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

2. დამატენიანებელი ბანანის ნიღაბი

დასრისეთ საშუალო ზომის ბანანი მკვრივი პასტის მიღებამდე და შემდეგ წაისვით სახეზე 20 წუთით. ასევე შეგიძლიათ მას დაუმატოთ 1 ს/კ თაფლი და 10 წვეთი ლიმონის წვენი და წაისვათ 15 წუთით, სახის იდეალურად დასატენიანებლად.

3. პილინგის ნიღაბი

აიღეთ უარომატო ჟელატინი, დაუმატეთ 2 წვეთი ევკალიპტის ეთერზეთი და 1/2 ს/კ ვაშლის ძმარი. შედგით ნაზავი მიკროტალღურ ღუმელში 15 წამით და შემდეგ წაისვით სახეზე, ოღონდ მოერიდეთ თვალების ზონას. შემდეგ მოიშორეთ თბილი წყლით ჩამობანით.

4. ვულკანური აკნეს ნიღაბი

შეურიეთ 1 ს/კ აქტივირებული ნახშირი და 1 ს/კ ბენტონიტის თიხა. გაათბეთ 1/4 ჭიქა წყალი და დაასხით მიღებულ ნაზავს. აურიეთ მას ხის კოვზით და შემდეგ დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი. საბოლოო ნარევმა სქელი კრემის ფორმა უნდა მიიღოს. წაისვით ის სახეზე 15-20 წუთით მის გაშრობამდე და შემდეგ ჩამოიბანეთ.

5. რძის და თაფლის ნიღაბი

აურიეთ ერთმანეთს 1 ს/კ რძე და 1 ს/კ თაფლი. შემდეგ წაისვით დაბანილ სახეზე ეს ანტიბაქტერიული ნიღაბი და ჩამოიბანეთ 15 წუთის შემდეგ.

6. შვრიის ნიღაბი

ამ ნიღბის გასაკეთებლად უნდა დაფქვათ 4 ს/კ შვრია და დაუმატოთ მას 1 ს/კ თაფლი ნიღბის ტენიანობის და სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. შემდეგ დაუმატეთ 1 კვერცხი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე ნაზავი 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

7. მარწყვის იოგურტის ნიღაბი

დააბლენდერეთ 2 მწიფე მარწყვი და დაუმატეთ 1 ს/კ ორგანული თაფლი, 1 ს/კ პრობიოტიკულ იოგურტთან ერთად. ყველა ინგრედიენტის არევის შემდეგ წაისვით ნიღაბი სახეზე და დაიტოვეთ კანზე 15 წუთით. შემდეგ ნაზად ჩამოიბანეთ სახე წყლით და ისიამოვნეთ დატენიანებული კანით.

8. ლიმონის ნიღაბი

გამოწურეთ წვენი ლიმონიდან და დაუმატეთ 1/4 ჭიქა ზეითუნის ზეთი. წაისვით ასეთი ნაზავი სახეზე 10-15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ამით კანის მკვდარ უჯრედებს მოიშორებთ სახიდან და ანტიოქსიდანტების წყალობით მის დატენიანებას შეზლებთ.

9. ნიღაბი სახის არასასურველი თმისთვის

აურიეთ ერთმანეთში 1 ს/კ შვრია, 2 ს/კ თაფლი და 2 ს/კ ლიმონის წვენი ერთმანეთში. წაისვით ნიღაბი სახეზე 15-20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ სახე თბილი წყლით. ვიტამინებით სავსე ნიღაბის წასმის შემდეგ თმა უბრო ნელა გაიზრდება.

10. ქაფის ნიღაბი

თუკი ქაფიანი აბაზანის მიღების და ასე განტვირთვის დრო არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ ასეთი თიხიანი ქაფი სახის ნიღაბად გამოიყენოთ. იგი გაწმინდავს თქვენი სახის კანის ფორებს და გაათავისუფლებს მას თავისუფალი რადიკალებისგან ანტიოქსიდანტების დახმარებით. მისი წასმა სახეზე 5-10 წუთის მანძილზე სრულიად საკმარისია

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია