Ჰიპერტენზია: 5 ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც ამცირებს წნევას

1555

Ჰიპერტენზია: 5 ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელიც ამცირებს წნევას

მაღალი არტერიული წნევა ანუ არტერიული ჰიპერტზენზია ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში და ასევე საქართველოშიც.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჯერ კიდეც ათწლეულების წინ აღიარა ჰიპერტენზია, როგორც კარდიოვასკულური (გულ-სისხლძარღვთა) ავადობისა და სიკვდილობის ძირითადი რისკ-ფაქტორი.

საფრთხეები:

მაღალი წნევის მქონე პაციენტებს, რომლებიც იმყოფებიან მკურნალობაზე და აკონტროლებენ წნევას, ანუ მათი წნევის ციფრები 140/90, გააჩნიათ ჯანმრთელი ადამიანის შესაბამისი პოტენციური რისკი გართულებების განვითარების კუთხით. არაკონტროლირებული ჰიპერტენზიის შემთხვევაში კი:

  • ირღვევა თირკმლების ფუნქცია და მაღალია თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარების ალბათობა;
  • სქელდება გულის მარცხენა პარკუჭის კედელი, რაც ზრდის გულის იშემიური დაავადებისა და გულის უკმარისობის შემთხვევებს;
  • მამაკაცებში საგრძნობლად ქვეითდება სექსუალური აქტივობა ერექციული დისფუნქციის გამო, რაც ძალზე ხშირად მოსალოდნელი სერიოზული გულსისხლძარღვოვანი გართულებების განვითარების ადრეული მაცნეა;
  • ქვეითდება მხედველობა, შრომისუნარიანობა, ყურადღება;
  • იმატებს ძილიანობა და მოთენთილობა

ხშირად, არანამკურნალებ და არაკონტროლირებად შემთხვევებში, პირველი გამოვლინება შესაძლოა მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევაც იყოს.

Დადასტურებულია, რომ მრავალი საკვები გამოიყენება მაღალი წნევის შესამცირებლად, რომელთაგან ბევრი შეიძლება დაემატოს თქვენს საუზმეს.

ესენია:

  • კვერცხი
  • შვრია
  • თხილეული
  • უცხიმო რძის პროდუქტები
  • ბანანი და კენკრა

ბევრი მტკიცებულება ადასტურებს სარგებელს, კერძოდ, თხილისას. კაკალი შეიცავს მცენარეულ ომეგა -3-ს, რომელსაც ეწოდება ალფა-ლინოლენის მჟავა (ALA), რაც მეცნიერთა აზრით, დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევაზე.

ამერიკული გულის ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები ცდილობდნენ გაერკვნენ, განაპირობებს თუ არა კაკალში ALA შემცველობა გულის უკეთეს ჯანმრთელობას, როგორიცაა არტერიული წნევის დაწევა.

მეცნიერებმა აიყვანეს 45 ჭარბი წონის მონაწილე 30 -დან 65 წლამდე.
შემდეგ მკვლევარებმა შემთხვევითობის პრინციპით  დაურიგეს მონაწილეებს კაკალი და თვალყური ადევნეს თითოეულის ეფექტს კვლევის განმავლობაში.

მკვლევარებმა  აღმოაჩინეს, რომ მთლიანი მარცვლეულის მიღებისას მონაწილეებს დაბალი  არტერიული წნევა ჰქონდათ. გამოდის რომ საკმაოდ ეფექტურია მათი მიღება მაღალი წნევუს დროს.

აუცილებლად სანახავი: მიირთვით 1 კიტრი ყოველდღე და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციაა.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია