თუთიის ფოთლების ჩაი ამ დაავადებებისგან გაგკურნავთ: ცუდი ქოლესტერინი, მაღალი წნევა, დიაბეტი

2684

თუთიის ფოთლების ჩაი ამ დაავადებებისგან გაგკურნავთ: ცუდი ქოლესტერინი, მაღალი წნევა, დიაბეტი

თუთის ფოთლების ჩაის იყენებენ მენოპაუზის სიმპტომების შესამსუბუქებლად. ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ თუთის ფოთლები ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

დადასტურებულია, რომ ეს ბუნებრივი პროდუქტი ბევრად უფრო მეტ კალციუმს შეიცავს, ვიდრე რძე და საოცრად ეფექტურია მათთვის ვინც ცხოველურ პროდუქტებს არ იღებს.

გარდა იმისა, რომ თუთის ფოთლები კალციუმითაა გაჯერებული, კიდევ მრავალი უპირატესობა აქვს.

თუთის ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელიც ეფექტურად მოქმედებს ძვლებზე, კბილებზე და სისხლძარღვებზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას, გამოიყენება ბრონქიტის, ტონზილიტისა და ფარინგიტის წინააღმდეგ,  ამცირებს თმის ცვენასა და სიმელოტეს.

თუთის ფოთლები გვევლინება გაციების, სურდოს, დეარეის სამკურნალოდ, მოგიხსნით შაკიკით გამოწვეულ და ზოგად თავის ტკივილს,  გამოიყენება უძილობის, დეპრესიის წინააღმდეგ.

ბუნებრივი პროდუქტი აბალანსებს ქოლესტირინის დონეს, ებრძვის სიმსუქნეს, დიაბეტს, ჰიპერტენზიას და სიმსივნესაც კი.

შემოგთავაზებთ უმარტივეს რეცეპტს როგორ მოამზადოთ თუთის ფოთლების ჩაი:

აიღეთ 1 ს. კ. თუთის გამხმარ ფოთლებს, დაასხით 4-5 ჩ. ჭ. ადუღებული წყალი, გააციეთ და დალიეთ. მომზადებული ჩაი მაქსიმუმ 1 დღით შეინახეთ მაცივარში ან თერმოსში.

აუცილებლად სანახავი: სისხლის ცუდი მიმოქცევა და ცივი ფეხები: გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები