გიმნასტიკა თვალებისთვის – შემუშავებულია მირზაკარიმ ნორბეკოვის მიერ!
მირზაკარიმ ნორბეკოვი ის ადამიანია, რომლის წყალობით მრავალმა ადამიანმა შეძლო გათავისუფლებულიყო სათვალისგან და დაებრუნებინა მხედველობა. მისი მეთოდიკის შემადგენელი ნაწილი ფსიქოლოგიური გათავისუფლებაა. თქვენ უნდა შეწყვიტოთ იმაზე ფიქრი, რომ ხართ სუსტი და დაავადებული ადამიანი.
თუმცა, რა თქმა უნდა, მსგავსი მეთოდი მხედველობას 100 %-ით ვერ აღადგენს. ამიტომ ნორბეკოვმა შეიმუშავა ვარჯიშები. ეს ვარჯიშები დაეხმარებათ იმ ადამიანებს, ვისაც ახლომხედველობა, შორსმხედველობა ან ასტიგმატიზმი აწუხებს.
გიმნასტიკა თვალებისთვის
მხედველობის გაუმჯობესების ვარჯიში № 1: თავი სწორად დაიჭირეთ. ზემოთ აიხედეთ,ჭერისკენ. გონებრივად გააგრძელეთ მხედველობა შუბლის გავლით, სწორად.
მხედველობის გაუმჯობესების ვარჯიში № 2: თავი კვლავ სწორად გეჭიროთ. დაიხედეთ დაბლა, გონებრივად იყურეთ საკუთარ ყელში
.
მხედველობის გაუმჯობესების ვარჯიში № 3: მიმართეთ მხედველობა მარცხნივ, თითქოს საკუთარ მარცხენა ყურს უყურებთ. შემდეგ მარჯვნივ გაიხედეთ, თითქოს მარჯვენა ყურს უყურებთ.
მხედველობის გაუმჯობესების ვარჯიში№ 4 — «პეპელა> : ამ ვარჯიშის შესასრულებლად ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ თავი არ გაამოძრაოთ. წარმოიდგინეთ ეს მწერი, მზერით კი აღნიშნეთ მისი სილუეტი. თვალის მოძრაობის მიმართულება: ქვედა მარცხენა კუთხეში – მარჯვენა ზედა კუთხეში – ქვედა მარჯვენა კუთხეში – ზედა მარცხენა კუთხეში.
აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი, თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.