გიზიარებთ ექიმების მიერ მოცემულ 4 რეკომენდაციას მხედველობის დაქვეითების პრევენციისთვის!!

680

გიზიარებთ ექიმების მიერ მოცემულ 4 რეკომენდაციას მხედველობის დაქვეითების პრევენციისთვის!!

ალბათ ბევრ თქვენგანს უწევს კომპიუტერთან საკმაოდ დიდი დროის გატარება, მათ შორის კი ღამღამობით ნოუთბუქის სინათლეზე მუშაობა ან სწავლა.

სწორედ პრობლემის სიხშირიდან გამომდინარე ჩვენც გადავწყვიტეთ ამ საკითხზე რამდნეიმე სახის რეკომენდაცია გავცეთ, რაც ნამდვილად დაგეხმარებთ მხედველობის პრობლემის როგორც მკურნალობაში, ასევე პრევენციაშიც

მხედველობის დაქვეითების პრევენცია – ექიმების თქმით, ცუდ განათებაზე ინტენსიური და ხანგრძლივი მუშაობა მხედველობის სწრაფად გაუარესებას იწვევს. მაშ როგორ დავეხმაროთ თვალებს? ავიწყოთ სულ ძირეული რჩევებიდან

  • აუცილებელია სწორად, დაბალანსებულად იკვებოთ: საკვებ რაციონში ჩართეთ ბოსტნეული, ხილი, კენკრა. მიირთვით ომეგა 3 ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები – თევზის ზეთი, კაკალი და თესლი. დაგვეთანხმეთ, რომ ამ პროდუქტების ნახევრის ღირებულება მოკრძალებული ბიუჯეტის შემთხვევაშიც საკმაოდ ხელმისაწვდომია.  კერძებში მარგარინი, მდნარი ყველი არ გამოიყენოთ. ასევე გირჩევდით, რომ სწრაფი კვების და ნახევრად მზა პროდუქტები ამოიღეთ საკვები რაციონიდან, მათ სარგებელი ნამდვილად არ მოაქვთ.

დღის სინათლე მაქსიმალურად გამოიყენეთ: ეცადეთ დღის განმავობაში ისწავლოთ და იმუშაოთ. სამუშაო მაგიდა ფანჯარასთან გადაიტანეთ. ადრე მუშაობა დაიწყეთ, რომ ფანრის შუქზე წიგნების კითხვისას მხედველობა არ დააქვეითოთ.

  • ასევე ჩვენგან რჩევა იქნება, რომ კითხვისას დღის სინათლის ნათურები გამოიყენეთ: სიბნელეში ტელეფონის ან კომპიუტერის ეკრანის სინათლეზე არ წაიკითხოთ. ეს თვალებს ზედმეტად ტვირთავს. უმჯობესია გამოიყენოთ ნათურები, რომლებიც ბატარეებზე მუშაობს.
  • თვალები ავარჯიშეთ: ასეთი ვარჯიშები უსარგებლო არაა. მუშაობის დროს პერიოდულად ხედვა ახლო ნივთიდან შორეულ ნივთზე გადაიტანეთ. ასე თვალში სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებთ და თვალებს დაასვენებთ. ყოველ საათში 5 წუთი ვარჯიში საკმარისია.

არ იზარმაცოთ და თვალების ჯანმრთელობას სერიოზულად მიუდექით.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია