Როგორ ვუმკურნალოთ ნეკნთაშუა ნევრალგიას? ძალიან მარტივი რეცეპტი ბევრს დაეხმარა ამ დაავადების სამუდამოდ დამარცხებაში

3186

Როგორ ვუმკურნალოთ ნეკნთაშუა ნევრალგიას? ძალიან მარტივი რეცეპტი ბევრს დაეხმარა ამ დაავადების სამუდამოდ დამარცხებაში

ნევრალგია – დაავადება, რომელიც წარმოადგენს ნერვების დაზიანებას, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი. ხშირად ემართებათ ხანდაზმულ ადამიანებს. ნევრალგია არ აღინიშნება ბავშვებში.

ნევრალგიის ძირითად სახეობებში გამოიყოფა:

  • სამწვერა ნერვის ნევრალგია;
  • ნეკნთშორისი ნევრალგია;
  • ენისა და საყლაპავის ნევრალგია;
  • თეძოს ნერვის ნევრალგია;
  • იშიასი;
  • ბარძაყის გარე კანის ნერვის ნევრალგია;
  • კეფის ნერვის ნევრალგია.

ნეკნთაშუა ნევრალგია

გულმკერდის არეში ტკივილის აღმოცენების ყველაზე ხშირი მიზეზია ნეკნთაშუა სივრცეში ნეკნთაშუა ნერვის მიჭყლეტა. ამ ტკივილის კარდიულისგან გარჩევა ადვილია:

  • ნევრალგია ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის დროს, იცვლება სხეულის მდებარეობის შეცვლის, გულმკერდის მოძრაობის შემთხვევაში.
  • გულის ტკივილი არ იცვლება ღრმა ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვის, გულმკერდის მოძრაობისა და მდებარეობის შეცვლის დროს. გარდა ამისა, შესაძლოა თან ახლდეს გულის რიტმის დარღვევა, არტერიული წნევის მატება ან დაცემა. წესისამებრ, ხსნის ნიტროგლიცერინი.

მიზეზი

ადამიანს აქვს 12 წყვილი ნეკნი. ყოველ ნეკნთაშუა სივრცეში გადის ნერვი. მასზე ზეწოლა ან მისი გაღიზიანება იწვევს ძლიერ ტკივილს, რომელმაც შესაძლოა სუნთქვითი მოძრაობის შეზღუდვაც კი გამოიწვიოს.

ნეკნთაშუა ნერვის მიჭყლეტის ან გაღიზიანების მიზეზი ნეკნთაშუა სივრცის დეფორმაციაა. ის შესაძლოა გამოიწვიოს გულმკერდის არეში მიყენებულმა ტრავმამ, კუნთების გადაჭარბებულმა დაჭიმვამ, ხერხემლის გამრუდებამ, ხერხემლის გულმკერდის ნაწილის თიაქარმა.

მკურნალობა

ნეკნთაშუა ნევრალგია წარმატებით იკურნება. მკურნალობის ამოცანაა ნერვზე კუნთების, ნეკნების, მალათაშუა დისკოს მხრივ არსებული გაღიზიანების მოხსნა.

Გაუმჯობესება ჩვეულებრივ ხდება პირველი პროცედურის შემდეგ.

შეურიეთ იოდი და გლიცერინი (იყიდება აფთიაქში) თანაბარი პროპორციით, კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი (ის უნდა იყოს მუქი მინის). ამ ნარევში დასველებული ბამბის ტამპონით დაიზილეთ ზურგი და მთელი დაზიანებული ადგილი ხერხემლის გარდა. შემდეგ ჩაიცვით თბილად.

საჭიროა 15 პროცედურა და  უნდა გაკეთდეს ყოველ მეორე დღეს (ღამით). აუცილებლად დაასრულეთ მთელი კურსი.

ეს რეცეპტი ასევე ეხმარება ჩვეულებრივ რადიკულიტს, მიოზიტს, სისხლჩაქცევებს.

აუცილებლად სანახავი:ხალხური მეთოდები მათთვის ვინც ხვრინავს! ეს პრობლემა მეტჯერ აღარ შეგაწუხებთ!

Facebook კომენტარები