ხველის და ყელის ტკივილის დროს პროპოლისის ზეთი დაგეხმარებათ!

428

ხველის და ყელის ტკივილის დროს პროპოლისის ზეთი დაგეხმარებათ!

ფუტკრები პროპოლისს ხის კვირტებიდან იღებენ. სკაში ფისი გამდიდრებულია ფუტკრის ყბის ჯირკვლებით, შერეული ცვილით, მტვრით და სხვა კომპონენტებით. შედეგად მიიღება უნიკალური ბუნებრივი წებო, რომელსაც უძლიერესი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. პროპოლისი, როგორც ძლიერი სამკურნალო საშუალება, აქტიურად გამოიყენება არა მხოლოდ ხალხურ, არამედ ტრადიციულ მედიცინაშიც. ჩვენ კი გასწავლით, როგორ მოამზადოთ და გამოიყენოთ პროპოლისის ზეთი.

რა არის პროპოლისის ზეთი და როგორ მოვამზადოთ იგი სწორად:

პროპოლისის ზეთი ერთგვარად პროპოლისის ზეთოვანი ექსტრაქტია. გაცხელებისას სასარგებლო ნივთიერებები, როგორიცაა ბალზამი,ფისი, ეთერზეთი და სხვა, ცხიმებში იხსნება, ამიტომ ორგანიზმი მას ადვილად ითვისებს. ასე სასარგებლო კომპონენტების თერაპიული მოქმედება მეტად ძლიერდება.

პროპოლისის ზეთის მომზადების ეტაპები შემდეგია

თავდაპირველად ხარისხიანი კარაქი წყლის ორთქლზე გაადნეთ., შემდეგ კი დაქუცმაცებული პროპოლისი დაუმატეთ. წყლის ორთქლზე 15-20 წუთი გააჩერეთ (მუდმივად აურიეთ), სანამ ზეთი ლიმონისფერი არ გახდება.

ზეთი მარლით გაწურეთ, მზა პროპოლისის ზეთი მუქ ქილაში ჩაასხით და მაცივარში შეინახეთ.

რაში დაგეხმარებათ პროპოლისის ზეთი?

პროპოლისის ზეთის მოქმედების სფერო ძალიან ფართოა:

  • ყელის და პირის ღრუს დაავადებები; ბრონქიტი, ტრაქეიტი, ფილტვების ანთება და სხვა დაავადებები, რომელთაც ხველა ახლავს;
  • გასტრიტი, კუჭის წყლული და ეროზია, ნაწლავების პრობლემები; დამწვრობა და დერმატოლოგიური ხასიათის სხვა პრობლემები;
  • სოკოვანი ან ინფექციური წარმოშობის სხვა დაავადებები, ასევე პროცესები, რომლებიც ქსოვილების შეხორცების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ! ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთან კონსულტანცია ყოველთვის გაიარეთ. ექიმი პროპოლისის ზეთის სამკურნალო ტაქტიკის შერჩევაში დაგეხმარებათ და უკუჩვენებებზე მიგითითებთ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია