აი რა უნდა იცოდეთ! რა მოხდება, თუ ახლავე დაანებებთ თავს მოწევას

730

შეიტყვეთ საოცარი ცვლილებების შესახებ, რომელიც დაიწყება ბოლო სიგარეტის მოწევიდან 20 წუთის შემდეგ!

ალბათ დანამდვილებით არავინ იცის, თუ რა უარყოფითი შედეგები მოაქვს მოწევას, მაგრამ ის კი ზუსტად ვიცით, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა. რეკლამების მეშვეობით ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ, რომ მოწევის იდეა გაევრცელებინათ ხალხში, მაგრამ ახლა უკვე ყველამ იცის სიმართლე იმის შესახებ, რომ ჯანმრთელობისთვის საზიანოა და უარყოფითად აისახება ბავშვებზე.

რა თქმა უნდა, ყველა არ ცდილობს, რომ თავი დაანებოს მოწევას, მაგრამ ისინი ვინც ამას დანამდვილებით ცდილობენ, გაკვირვებულები რჩებიან შედეგით, რომელიც მოწევის შეწყვეტას მოაქვს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, როდესაც მოწევას ვანებებთ თავს?

თუ სიგარეტის ღერი უკვე პირში გაქვთ, დაასურლეთ მისი მოწევა. თუ უკვე დაასრულეთ – ეცადეთ, რომ შემდეგი აღარ მოწიოთ. თუ თქვენ ახლავე შეწყვეთ მოწევას, თქვენს ორგანიზმში დაიწყება საინტერესო და განსაცვიფრებელი ცვლილებები, რომლებიც ბოლო სიგარეტის მოწევიდან 20 წუთის შემდეგ დაიწყება.

როგორც კი, შეწყვეტთ მოწევას, აი რა დაემართება თქვენს ორგანიზმს:

  1. 20 წუთში თქვენი პულსი და წნევა დაიკლებს და ხელებისა და ფეხების ტემპერატურა მოიმატებს.

  2. 8-12 საათის შემდეგ ჟანგბადის დონე ნორმალურამდე აიწევს და ნახშირბადის მონოქსიდური დონე ნორმალურადმე დაიწევს.

  3. 24 საათის გასვლის შემდეგ გულის შეტევის რისკი საგრძნობლად შემცირდება.

  4. 48 საათის შემდეგ ყნოსვისა და გემოს კვირტები აღადგენს ნორმალურ მგრძნობელობას.

  5. 2 კვირიდან 3 თვემდე პერიოდში სისხლის მიმოქცევა ნორმალურ დონეს დაუბრუნდება, გაადვილდება სიარული, ხველა და ხიხინი სულ უფრო და უფრო დაიკლებს, ლორწოს გამოყოფა შემცირდება და 3 თვის შემდეგ სრულიად განახლდება ფილტვების მუშაობა.

  6. 1-დან 9 თვემდე გექნებათ შეშუპების და დაღლილობის შემცირება, ასევე გათავისუფლდებით სუნთქვის გაძნელებისგან. ნორმალურ ფუნქციას აღადგენს წამწამები, რომლებიც ხელს უწყობენ ფილტვებიდან ლორწოს გამოყოფას

  7. 1 წელიწადში გულის შეტევისა და ინფარქტის რისკი განახევრდება იმასთან შედარებით, როდესაც მწეველი იყავით.

  8. სიგარეტის მოწევის შეწყვეტიდან, 5-დან 15-წლამდე პერიოდის განმავლობაში ინსულტის დონე იქნება იგივე, რაც მოწევის დაწყებამდე. გარდაცვალების რისკიც იმავე დონეზე ეცემა, რაც არამწეველის.

  9. 10 წელში შემცირდება კიბოს გაჩენის რისკი: ფილტვების, პირის ღრუს, ყელის, საყლაპავის, შარდის ბუშტის, თირკმელებისა და პანკრეასის კიბო. ფილთვის კიბოს რისკი იგივე იქნება, რაც არამწეველის. სინამდვილეში, დიეტა და მოწევის ჩვევები კიბოს შემთხვევების 60%-ს იწვევს.

აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა

Facebook კომენტარები