მოამზადეთ უნიტაზის ბურთულები, რომელიც დაგემარებათ თქვენი უნიტაზი ყოველთვის თეთრი იყოს

1231

აბაზანაში სისუფთავის შენარჩუნება მარტივი არ არის და ეს ყველა დიასახლისმა კარგად იცის. ჩვენ გთავაზობთ ეფექტურ საშუალებას, რომლის გამოყენებით თქვენ იდეალურ სისუფთავეს დაამკვიდრებთ აბაზანაში!
უნიტაზის ბურთულები

მოცემული ინგრედიენტებით გამოგივათ დაახლოებით 30 ბურთულა.

ინგრედიენტები:

– 1 ჭ სოდა
– 1/4 ჭ ლიმონმჟავა
– 1/2 ჩ/კ ძმარი
– 1 ს/კ წყალბადის ზეჟანგის 6%-ანი ხსნარი
– 15-20 წვეთი ნებისმიერი ეთერზეთი

მომზადება:

1.ჩაყარეთ სოდა ღრმა ჯამში.ეს ყველაზე მთავარი ინგრედიენტია რომელსაც უნდა დაუმატოთ ლიმონმჟავა.

2.ცალკე ჭურჭელში აურიეთ ძმარი და წყალბადის ზეჟანგი. ძალიან ფრთხილად, ფაქტობრივად წვეთ-წვეთობით, რათა თავიდან აიცილოთ აქტიური ქიმიური რეაქცია. ჩაასხით ეს ნარევი ლიმონმჟავისა და სოდის ჯამში. დაუმატეთ ეთერზეთი და ფრთხილად აურიეთ ყველაფერი. არომატის გაძლიერების მიზნით შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის, ლავანდას ან ფორთოხლის ექსტრაქტი.

3.საზომი კოვზის დახმარებით მიეცით მასას ბურთულების ფორმა და დაალაგეთ ისინი პერგამენტზე. დატოვეთ გასაშრობად 4-8 საათის განმავლობაში.

4. გამშრალი ბურთლები ჩააწყვეთ ჰერმეტულ შუშის ჭურჭელში და გამოიყენეთ საჭიროების მიხედვით.

ამ ბურთულების დახმარებით უნიტაზი ყოველთვის თეთრი და სუფთა იქნება. სცადეთ და თავად დარწმუნდით მის ეფექტურობაში!

Facebook კომენტარები