გამოდევნეთ ორგანიზმიდან მარილები ამ რეცეპტებით, რომლებსაც ხალხური მედიცინა გვთავაზობს
როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან მარილები ხალხური საშუალებებით:
გაატარეთ ათი ცალი ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში, მოათავსეთ ქილაში, დაუმატეთ 30 გრამი ინგლისური მარილი და ერთი ლიტრი ანადუღარი, გაცივებული წყალი. კარგად აურიეთ ერთმანეთში. ერთი დღე-ღამის განმავლობაში გააჩერეთ და შემდეგ დოლბანდში გაწურეთ. წვენი დალიეთ ღვინის ჭიქით, ჭამამდე, დღეში სამჯერ. მკურნალობის კურსი სამი დღეა. აკრძალულია ალკოჰოლის მიღება.
მარილების დაგროვებისას ასევე სასარგებლოა 300 გრამი წყლისა და ათი ცალი დაფნის ფოთლის ნახარში. ხარშეთ ხუთი წუთის განმავლობაში, შემდეგ თბილად შეფუთეთ, ოთხ-ხუთ საათს გააჩერეთ და მიიღეთ. ერთი კვირის შემდეგ კურსი გაიმეორეთ. სახსრების ტკივილი აუცილებლად გაგივლით.
მარილებს ორგანიზმიდან ასე გამოდევნით: წვრილად დაჭერით ნიახური. დაასხით ერთი ქილა მაწონი და დილამდე გააჩერეთ. დალიეთ დილით, უზმოზე. ასევე, წვრილად დაჭერით ერთი კონა ნიახური, დაასხით 300 მლ ცივი წყალი და სვით უზმოზე, დილაობით, ერთი კვირის განმავლობაში.
აუცილებლად სანახავი:ის, რაც აქამდე არ იცოდით-დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები , იცით, რომ ძალიან ღრმა ნაოჭებსაც კი ასწორებს დაფნა?!
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vap.ge -ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე გადაამოწმოთ ხართ თუ არა ალერგიული რომელიმე პროდუქტის მიმართ. ასევე, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.