4 უტყუარი მეთოდი პირადან უსიამოვნო სუნის გასაქრობად. წაიკითხეთ და გათავისუფლდით!

1744

4 უტყუარი მეთოდი პირადან უსიამოვნო სუნის გასაქრობად. წაიკითხეთ და გათავისუფლდით!

1. სწორად შეარჩიე კბილის ჯაგრისი

უამრავი სახეობის კბილის ჯაგრისიდან აირჩიე ის, რომელსაც რბილი, პატარა თავი და ხშირი ჯაგრისი აქვს.

პატარა თავი რთულად მისაწვდომ ადგილების მიღწევაში დაგეხმარებთ, ხოლო ხშირი ჯაგრისი – ზედმიწევნით კარგად გაწმენს კბილის ყველა მონაკვეთს. დაიმახსოვრე, შენი ამოცანაა – მოაშორო ჭუჭყი არა მხოლოდ კბილის ზედაპირს, არამედ კბილებს შორის ადგილებსაც, ასევე ღრძილებს – სწორედ იქ გროვდება საჭმლის ნარჩენები, რაც პირში უსიამოვნო სუნის გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია .

2. გამოიყენე ფთორისშემცველი კბილის პასტა

ფთორი – არის ნივთირება, რომელიც ამაგრებს კბილის ემალს და შესაბამისად ის კბილებს უნარჩუნებს ჯანმრთელობას. თითქმის ყველა კბილის პასტა შეიცავს ფთორს. ჯანმრთელი კბილები კი ჯანმრთელი სუნთქვაა.

3. ჭამე ბევრი მწვანილი

ქორფა მწვანილი – ოხრახუში, რეჰანი, კამა, ქინძი და სხვა – შესანიშნავად ებრძვის პირში უსიამოვნო სუნს. პოლიფენოლები, რომელსაც, მაგალითად, რეჰანი შეიცავს, შესანიშნავად ებრძვის ბაქტერიებს. ქლოროფილი – მცენარის პიგმენტია, რომელიც მას მწვანე ფერს აძლევს, – სწორედ ეს ნივთიერება ებრძვის ეფექტურად უსიამო სუნს პირში.

4. იქონიე ენის სპეციალური საწმენდი

მეცნიერებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ბაქტერიების არსებითი ნაწილი (40-დან 70 %-მდე), რაც პირიდან უსიამოვნო სუნის გამომწვევია, სწორედ ენაზე გროვდება. სამწუხაროდ, კბილის ჯაგრისი აქ ვერ გამოგვადგება. ამიტომაც გამოიყენე ენის სპეციალური საწმენდი – ის ბევრად ეფექტურია.

მნიშვნელოვნია: თუ აქ მოცემული რჩევებიდან ყველაფერს აკეთებ, მაგრამ ეფექტს ვერ იღებ, აუცილებლად მიაკითხე გასტროენტეროლოგს – სავარაუდოდ, ცუდი სუნი პირიდან არასწორი ნივთიერებათა ცვლის ბრალია.

ასევე, გთავაზობთ ნაყენს, რომელიც გაგიქრობთ უსიამოვნო სუნს:

საჭირო ინგრედიენტებია:

1 ლიმონი, 200 მგ თბილი წყალი, 0,5 ს/კ დარიჩნი, 1,5 ჩ/კ თაფლი, 0,5-1 ჩ/კ სოდა, ბოთლი ან სხვა თავსაფრიანი მინის ჭურჭელი

მომზადების ინსტრუქცია:

1. გამოწურეთ ლიმონი და წვენი ჩაასხით ბოთლში, შემდეგ კი მას ჩაუმატეთ დარიჩინი. შეურიეთ სოდა და თაფლი ერთმანეთს და მათი ნარევი ჩაუმატეთ ბოთლის მასას. ბოთლში ჩაასხით თბილი წყალი და თავის კარგად დახურების შემდეგ ძლიერად აურიეთ.

მიღებული კოქტეილი გამოივლეთ პირის ღრუში დღეში რამდენჯერაც გინდათ, მაგრამ ყოველი გამოყენების შემდეგ ბოთლს ისევ კარგად მოუჭირეთ თავსახური. ბოთლი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 3 კვირის მანძილზე.

აუცილებლად სანახავი:კვერცხის ძალიან სასარგებლო და ეფექტური ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ

Facebook კომენტარები