ჩემი მეგობრის ბებია მცენარეულ რეცეპტებს ამზადებდა და საბედნიეროდ მეც დამეხმარა, როცა ნაღვლის ბუშტის ანთება დამემართა
ნაღვლის ბუშტი — არის კონუსური ან მსხლის ფორმის ორგანო, რომელიც მდებარეობს ღვიძლის ქვედა კედელზე.
ბუშტის გარდა სანაღვლე სისტემაში შედის ღვიძლის სადინარები, ბუშტის სადინარი და საერთო ნაღვლის სადინარი. ნაღვლის ბუშტის ძირითადი ფუნქცია ნაღვლის შენახვაა.
ეს არის წყლისგან, ნაღვლის მჟავებისგან, ელექტროლიტებისგან, ქოლესტერინისგან, ლეციტინისგან და სხვა კომპონენტებისგან შემდგარი მომწვანო-ყვითელი, სქელი სითხე.
ღვიძლი გამოიმუშავებს 500-600 მლ ნაღველს დღე-ღამეში. ნაღვლის დიდი ნაწილი გროვდება ნაღვლის ბუშტში. იქედან ნაღვლის სადინრით ის ხვდება წვრილ ნაწლავში, სადაც მონაწილეობს საჭმლის მონელებაში.
ნორმაში ნაღვლის ბუშტის მოცულობა შეადგენს დაახლოებით 70-100 მლ, მაგრამ დარღვევებისას, მაგალითად, ნაღვლის საერთო სადინრის გაჭედვა კენჭით, ბუშტის მოცულობა შეიძლება რამდენჯერმე გაიზარდოს და გახდეს დიდი ზომის.
ნაღვლის გამოყოფის პროცესის დარღვევა იწვევს სანაღვლე გზების დაავადებების განვითარებას.
რაც თავი მახსოვს, ნაღვლის ბუშტი სულ მაწუხებდა. ექიმთანაც ვიყავი, გამოკვლევე-
ბიც ჩავიტარე. ნაღვლის ბუშტის ანთების დიაგნოზი დამისვეს.
ცხადია, კლინიკიდან ისე არავინ გამომიშვა, რომ მკურნალობის სქემა არ ჩამოეწერათ ორ თაბახის ფურცელზე.
ჩემმა მეგობარმა, რომელიც სახალხო მკურნალების შთამომავალია, ბებიის დავთარი გადმოიღო და რაღაც წამალი მომიმზადა. მართლაც მარგო.
აიღეთ 1 კგ თაფლი, 200 მლ ზეითუნის ზეთი, 4 ცალი ლიმონი (2 ცალი უნდა გავფცქვნათ,2 კი კანიანად გამოვიყენოთ).
ლიმონი ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ და კარგად ავურიოთ თაფლსა და ზეითუნის ზეთში. მოვათავსოთ მინის თავდახურულ ჭურჭელში და შევდგათ მაცივარში. მიღების წინ კარგად მოვურიოთ. ვიღებთ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე.
ეს არის ერთი კურსის სამყოფი დოზა ანუ, კურსი გრძელდება მანამ, სანამ ნარევი
გათავდება. წლის განმავლობაში სასურველია 4 ასეთი კურსის ჩატარება.
აუცილებლად სანახავი:ვარიკოზული ვენების მკურნალობა ამ მეთოდით ყველაზე სწრაფი და ეფექტური აღმოჩნდა.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.