სანამ წნევა აგიწევთ, პრევენცისთვის სცადეთ ეს საოცარი მეთოდები

1118

სანამ წნევა აგიწევთ, პრევენცისთვის სცადეთ ეს საოცარი მეთოდები

დადგება თუ არა შემოდგომა, წნევაცთავს მახსენებს. ექიმის გამოწერილ წამალს,რა თქმა უნდა, ვსვამ, მაგრამ ამასთან ერთად მკურნალობის საკუთარი მეთოდებიც შევიმუშავე.

კარგა ხანია შევამჩნიე, რომ ჰიპერტონიის თავიდან ასაცილებლად, ასევე — ადრეულ სტადიაში მის სამკურნალოდ ძალიან ეფექტურად შეიძლება მოძრაობითი აქტივობის გამოყენება.

ის უნდა მოიცავდეს თვითმასაჟს, რიტმულ-პლასტიკურ ტანვარჯიშს (მხრის ან იდაყ-
ვის სახსრებში მოხრილ ხელებს ნაზად ვატრიალებთ;

გამართული ხელები მონაცვლეობით გადაგვაქვს უკან და წინ, მუხლებში ვხრით და ვშლით ფეხებს და ა.შ.), ასევე — წყლისა და.სათხილამურო პროცედურებს, საინტერესო შემოქმედებით და ნაკლებად დატვირთულ შრომას ხატვას, ქსოვას, კერვას, ხეზე კვეთას და სხვა.

ისიც შევამჩნიე, რომ სტრესული სიტუაცია ჩვენზე მოქმედებს არა თავისთავად, არამედ იმის მიხედვით, როგორ აღვიქვამთ მას ჩვენ. ამის საუკეთესო წამალი კი იუმორი და მოთმინებაა.

უფრო უკეთესი იქნება, თუ უსიამოვნებებს, კონფლიქტურ ადამიანებსა და სიტუაციებს თავს ვარიდებთ. მუდმივი კეთილგანწყობილი ღიმილი ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია სტრესული სიტუაციების ნეიტრალიზაციისთვის, ჰიპერტონიის საწინააღმდეგო მესამე საშუალებაა რაციონალური დიეტა: ძირითადად მცენარეული საკვები, ნაკლები ცხარე, შემწვარი და ხორციანი კერძი.

განსაკუთრებით უხდება წნევას სტაფილო, ოხრახუში, საზამთრო, ნესვი, გოგრა,
ჭარხალი, ნიორი და კენკრა, ყველაზე მეტად კი კუნელი და შავი მოცხარი.

ძალიან სასარგებლოა კუნელის ყვავილების, ყვითელი ძიძოს, პიტნისა და თავშავას ჩაი. არტერიული წნევის მომატებისას მიიღეთ კუნელის ყვავილებისა და კარგად დაქუცმაცებული ასფურცელას ნაყოფის ნაყენი.კარგია ასევე შავბალახას ფოთლებისა და კატაბალახას ფესვების ნახარში.

არტერიული წნევის უეცარი მომატებისას, მაგალითად, უსიამოვნების მოლოდინში ან ამინდის ცვლილებისას, რეკომენდებულია სახის თვითმასაჟი: ცხვირის ფუძიდან ყურებისკენ, შუბლიდან ნიკაპისკენ (პირის დაბანა), კეფიდან ბეჭებისკენ, ასევე შუა და საჩვენებელი თითების წვერებით საფეთქლების დაზელა.

ხელსმას იმეორებენ 15-ჯერ, ამოსუნთქვის სინქრონულად. თან გულში იმეორეთ: „მშვიდად ვარ, არ ვშფოთავ. ჩემი გულისა და ტვინის სისხლძარღვები მოდუნებულია. თავი თავისუფლდება, გული ცემს თანაბრად და მშვიდად.

ჩემი სისხლძარღვები მოდუნებულია. თავი გათავისუფლდა. გულში კი ვგრძნობ, რომ სითბო მეღვრება“. ეს ყველაფერი მედიკამენტებს ვერ შეცვლის, მაგრამ მათი დოზების შემცირებაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:რადიკულიტით გამოწვეულ ტკივილებს შეგიმსუბუქებთ ეს შესანიშნავი რეცეფტები.

Facebook კომენტარები