თუ ალერგია გაწუხებთ, ჩვენ გასწავლით გასაოცარ საშუალებას, რომელიც სამუდამოდ გიხსნით ამ ტანჯვისგან!
ანდეთ ალერგიის მკურნალობა კვერცხის ნაჭუჭსა და მუმიეს და მერწმუნეთ, არ ინანებთ. ორივე რეცეპტი არაერთხელ გვაქვს ნაცადი.
აიღეთ 10 ცალი ახალი თეთრი კვერცხის ნაჭუჭი, მოაცალეთ აპკი, 5 წუთით მოათავსეთ მდუღარეში, გააშრეთ და დაფქვით. შემდეგ დაასხით 10 ლიმონის წვენი და 10 დღით დადგით სიბნელეში.
გაწურეთ და დაამატეთ 10 კვერცხის გულისა და 10 სუფრის კოვზი შაქრისგან მომზადებული გოგლიმოგლი, მიღებულ ნაზავს დაასხით 1 ბოთლი კონიაკი და კარგად აურიეთ.
უნდა მიიღოთ 30 მლ, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. გამონაყარის გა-
ქრობის შემდეგ ნაყენი კიდევ სამ დღეს მაინც უნდა სვათ, შემდეგ კი შეგიძლიათ 6 თვე შეისვენოთ.
საჭიროების შემთხვევაში კურსის განმეორება მანამდეც შეიძლება.
ნაყენისთვის, აუცილებელია, ნამდვილი მუმიე შეარჩიოთ. გახსოვდეთ: ნამდვილი მუმიე წყალში ნალექის გარეშე იხსნება.
მუმიეს მიღება სხვაგვარადაც შეიძლება:
1 გრამი უნდა გახსნათ 1 ლიტრ თბილ წყალში და დალიოთ დღეში ერთხელ, დილით, აუცილებლად უნდა მიაყოლოთ თბილი რძე. მუმიეს მიღებისას გაითვალისწინეთ დასაშვები დოზები: 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის — 50 მლ, 4-დან 7 წლამდე — 10 მლ, 8 წელზე უფროსებისთვის მკურნალობის კურსი 20 დღეს გრძელდება.
თუ ალერგია გამწვავებულია, მუმიეს ხსნარი შეგიძლიათ 2-3-ჯერაც მიიღოთ, მაგრამ
დასაშვებ დოზას დღის განმავლობაში არამც და არამც არ გადააჭარბოთ.
აუცილებლად სანახავი:გოგრა უებარია პარაზიტების გასანადგურებლად. ნახეთ, რა სახით უნდა მივიღოთ, რომ მყისიერი ეფექტი ჰქონდეს.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.