რას ვიფიქრებდი, ძლიერი თავის ტკივილის დაამება მედიკამენტების გარეშეც თუ შესაძლებელი იყო. აუცილებლად სცადეთ ეს მეთოდი!

642

რას ვიფიქრებდი, ძლიერი თავის ტკივილის დაამება მედიკამენტების გარეშეც თუ შესაძლებელი იყო. აუცილებლად სცადეთ ეს მეთოდი!

წლების განმავლობაში მტანჯავდა გამუდმებული თავის ტკივილი. ისე მივეჩვიე, 2-3 დღე თუ არ შემაწუხებდა, მიკვირდა კიდეც. სისხლძარღვების ხშირმა სპაზმებმა სიცოცხლე გამიმწარა. ტკივილებს დიდხანს ვერაფერი მოვუხერხე. რას ვიფიქრებდი, ძლიერი თავის ტკივილის დაამება მედიკამენტების გარეშეც თუ შესაძლებელი იყო.

ერთ ზაფხულს სოფელში მეზობელმა მირჩია, მაგის წამალი ხურტკმელიაო. დავუჯერე. მართლაც ძალიან ბევრ ხურტკმელს ვჭამდი. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც რამდენიმე დღემ ისე გაიარა, თავი არ ამტკივებია. ხურტკმელს უფრო მეტად მივეტანე, თანაც მისი მურაბა მოვხარშე. თავის ტკივილმა საგრძნობლად მიკლო.

საკმარისია ვიგრძნო, რომ ისევ მეწყება, მაშინვე ვსვამ ჩაის ხურტკმელის მურაბით და ტკივილიც უკან იხევს. გარდა ამისა, ხურტკმელი აძლიერებს ნაწლავების მუშაობას და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გაწმენდასაც უწყობს ხელს. თავის ტკივილი დღეს ბევრს აწუხებს. მე არ ვიცი, ყველას არგებს თუ არა, მაგრამ სცადეთ, იქნებ მოგიხდეთ.

ექიმის კომენტარი:  ვინ არ იცის ხურტკმელი ესაა მცირე ზომის — 1-5 სმ სიგანის, ქვედა მხრიდან შებუსვილი ფოთლებით. ფოთლის ქვედა მხარის ძარღვების გაყოლებაზე ბუსუსები უხეში და მჩხვლეტავია.

ბუსუსებიანი ყვავილები მომწვანო ან მოწითალოა და ფოთლების იღლიებში თითო ან წყვილ-წყვილადაა განლაგებული. 1,5 სმ-მდე სიმსხო ნაყოფი ელიფსური ან მრგვალია, მომწვანო, ყვითელი ან მოწითალო. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი ივლისში მწიფდება, საჭმელად მოუმწიფებელი ნაყოფიც გამოიყენება. ბუნებრივად გავრცელებულია ჩვენი ქვეყნის ევროპული ნაწილის ბევრ რაიონსა და კავკასიაში, მთის შუა სარტყლისა და სუბალპურ ტყეებში, ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლემდე, მშრალ თხელ ხირხატ ნიადაგებზე. კარგად იტანს გვალვას და სიცივესაც. სინათლის მომთხოვნია. ფართოდაა კულტივირებული, მრავლდება თესლით და ვეგეტაციურად — კალმებით, ბუჩქის დაყოფით, ძირკვის ამონაყარს უხვად ივითარებს.

ხურტკმელის ნაყოფი (კენკრა) შეიცავს 10%-მდე შაქრებს (ფრუქტოზა, გლუკოზა, საქაროზა), ორგანულ მჟავებს (ძირითადად, ლიმონის და ვაშლის მჟავებს), 1%-ზე მეტ პექტინოვან ნივთიერებებს. კენკრა განსაკუთრებულად მდიდარია ვიტამინებით, მასში ბევრია C ვიტამინი, აგრეთვე P, B ვიტამინები და A პროვიტამინი. მის შემადგენლობაში შედის ფოსფორი, სპილენძი, რკინა, კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი და მაგნიუმი.

ნაყოფი გემრიელია, მისგან ამზადებენ მურაბას, კონფიტიურს, კომპოტს, მარმელადს, ღვინოს და სხვა. ზამთრისთვის ნაყოფს ახმობენ, ამზადებენ მარინადს, ჭყლეტენ, შაქარს აყრიან და ისე ინახავენ. ხალხურ მედიცინაში ხურტკმელის ნაყოფს იყენებენ ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და გასუქების საწინააღმდეგოდ. მას ასევე აქვს შარდმდენი და ნაღველმდენი ეფექტი. იყენებენ ქრონიკული ყაბზობისა და გასტროენტეროკოლიტების დროს.

კენკრას აქვს მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტიც, ხსნის სპაზმებს. ამდენად, ხურტკმელის ნაყოფი კომპლექსურად მოქმედებს ორგანიზმზე და თავის ტკივილის გამომწვევ რამდენიმე მექანიზმს აწესრიგებს. თუ თავის ქრონიკულ ტკივილს რაიმე სერიოზული ორგანული დარღვევა არ უდევს საფუძვლად, ამ კენკრის მიღება უდავოდ შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია