იცით, რა უნდა მოიმოქმედოთ, იმისათვის რომ სიბერეში ათეროსკლეროზმა არ შემოგიტიოთ ?!
ზამთრის დაწყებისთანავე მწვავედ ვრეაგირებდი ამინდის ცვლილებაზე: ხან თავის ტკივილი მტანჯავდა, ხან - წნევის მატება.
ექიმმა მითხრა: ათეროსკლეროზის გამო მეტეომგრძნობელობა გაქვთ მომატებულიო. თან დაამატა, საკმაოდ ასაკოვანი ბრძანდებით და ეს თქვენს სისხლძარღვებში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებების ბრალიაო.
ასაკოვანი ნამდვილად გახლავართ, უკვე 70-ს გადავაბიჯე, - მაგრამ გულხელ-
დაკრეფილი ჯდომა მაინც არ მსურდა. მთელი ცხოვრება წამლებს გავურბოდი, მაშინაც
კი, როცა მათი თავისუფლად ყიდვის საშუალება მქონდა, საპენსიო ასაკში კი წამლების
კიდევ უფრო დიდი მოძულე შევიქენი. გადავწყვიტე, საშველი მამის ბიბლიოთეკაში მო-
მეძებნა ის სამედიცინო შინაარსის წიგნებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოდან
აგროვებდა. დიდი ხნის ძიება არ დამჭირვებია — ჩემი ყურადღება ერთ-ერთ წიგნში ჩა-
დებულმა სანიშნემ მიიპყრო. გავშალე და სწორედ ის რეცეპტი აღმოვაჩინე, რომელიც
მჭირდებოდა:
აიღეთ 1 ლ წითელი მშრალი ღვინო, 0,5 კგ შაქარი, 150 გრამი გახეხილი პირშუშხა და 1 ცალი კანიანად გახეხილი ფორთოხალი. ეს ყველაფერი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ და შედგით მაცივარში.
მიღებული ნახარში უნდა დალიოთ დღეში 3-ჯერ, 2 სადილი კოვზი ჭამიდან ნახევარი
საათის შემდეგ. ორიოდე კვირაში შევამჩნიე, რომ წამალი მართლა მომიხდა. გახსოვდეთ:
ნახარში უნდა დალიოთ უნალექოდ, ასე რომ, დალევის წინ ნუ შეანჯღრევთ. ყველას ვურჩევ, წელიწადში ერთხელ ათეროსკლეროზის ასეთი პროფილაქტიკა ჩაიტაროს.
სტატია მომზადებულია "2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი"- ზე დაყრდნობით
აუცილებლად სანახავი:თმის მოვლის საუკეთესო საშუალებები ხალხური მედიცინისგან.
Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.