5 ეთერზეთი, რომელიც შესანიშნავია ავადმყოფობის დროს და აამაღლებს თქვენს იმუნიტეტს

1102

5 ეთერზეთი, რომელიც შესანიშნავია ავადმყოფობის დროს და აამაღლებს თქვენს იმუნიტეტს

ევკალიპტის ზეთი

ეთერზეთის სუნთქვა სურდოს და გრიპის დროს ძალიან სასარგებლოა. ამ ზეთის სახეობას ძალიან გამოხატული ანთების საწინააღმდეგო და ანტიმიკრობული თვისება აქვს. მისი დახმარებით ანთებას შეამცირებთ, ხველას გაუმკლავდებით, ტემპერატურას შეამცირებთ და იმუნიტეტის გაძლიერებას შეძლებთ.

სასურველია, რომ ნებისმიერ საბაზო ზეთში გააზავოთ და ნარევი მკერდზე შესაზელად გამოიყენოთ. ამ მეთოდით, ნახველის გამოდევნას და გამოჯანმრთელების დაჩქარებას ხელს შეუწყობთ.

ჩაის ხის ზეთი

მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ეს ზეთი შესანიშნავ ანტივირუსულ თვისებებს ფლობს. ზეთი ინფექციებს ეფექტურად ებრძვის. ასევე, ეთერზეთი სოკოს და მიკრობების საწინააღმდეგო თვისებებს ფლობს.

გვირილას ზეთი

სურდოს და გრიპს ხშირად ციებ-ცხელება ახლავს. მაღალი ტემპერატურის დროსაც კი პაციენტს შეიძლება ჟრჟოლა აწუხებდეს და ვერაფრით გათბეს. ამ მხრივ, გვირილას ზეთი შესანიშნავად მუშაობს. მისი შესუნთქვით სურდოს და გრიპის დროს მდგომარეობის ეფექტურად შემსუბუქებას შეძლებთ.

პიტნის ზეთი

ამ ზეთს ფიზიკური აქტივობის და შრომისუნარიანობის მაჩვენებლის გამაუმჯობესებელი თვისება გააჩნია. სურდოს და გრიპის დროს ეს მაჩვენებელი კი მცირდება. სწორედ ამიტომ, დაავადების დროს პიტნის ზეთი გამოიყენეთ. ამასთან, ზეთი სუნთქვას შეამსუბუქებს, რადგან ბრონქების გლუვი კუნთების მოდუნებას ხელს უწყობს.

როზმარინის ზეთი

ამ ზეთს კულინარიაში ხშირად იყენებენ, მაგრამ მისი მოქმედება ამით არ სრულდება. მას ორგანიზმში ანთებითი პროცესების შემცირება შეუძლია, რაც სურდოს ან გრიპის დროს ძალიან სასარგებლოა.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები