4 უძლიერესი ლოცვა უფლისადმი

2458
როდესაც დრო არ გაქვს რომ ლოცვის დიდი ტექსტი წაიკითხო, ან რთულ სიტუაციაში ხართ, როდესაც ემოციებს ვერ აკონტროლებთ და რთული ტექსტისთვის კონცენტრირებასაც ვერ ახდენთ, დაგეხმარებათ მოკლე ლოცვები, რომლებიც მხოლოდ ორი სიტყვისგან შედგება. ასეთი მოკლე მოკლე ლოცვები თავიანთი ძალით გრძელ ტექსტებს არაფრით არ ჩამოუვარდება.

სასურველია, ესეთი ლოცვები დღეში რამდენჯერმე გაიმეოროთ, რომ ღმერთთან კავშირი შექმნათ და მასში ჩაძირვა შეძლოთ.

ამ მოკლე თხოვნაში, რომელიც მხოლოდ ორი სიტყვისგან შედგება, თქვენს ნებას გამოხატავთ და ღმერთს მხარდაჭერას სთხოვთ. ნახეთ, რომელ ლოცვებზეა საუბარი და როდის უნდა წაიკითხოთ.

1. დამლოცე უფალო!

წარმოთქვით ყოველთვის, როცა ღვთის კურთხევა გჭირდებათ. მაგალითად, როდესაც  სახლიდან გადიხართ ან გასაუბრებაზე  ხართ წასასვლელი. ასევე ახალი საქმის დაწყების და ოჯახის შექმნის დროს. უფლისადმი მიმართული ეს ორი სიტყვა სასწაულმოქმედია და სიკეთეს მოგიტანთ.

2. უფალო შემიწყალე!

ეს ძალიან ძლიერი ლოცვაა, რომელიც მორწმუნე ადამიანს რთულ მომენტში და სახიფათო სიტუაციაში დაეხმარება. ის მიმართულია სულის დახმარებისკენ.

ლოცვა მთელი გულით უნდა წაიკითხოთ. ლოცვით შეგიძლიათ დახმარება საკუთარი თავისთვის ან სხვებისთვის ითხოვოთ. მაგალითად, ავადმყოფი ნათესავისთვის ან გასაჭირში მყოფი ადამიანისთვის. ტექსტს 3, 4, 5, 15, 40 ან 100-ჯერ იმეორებენ. რატომ ასე ბევრჯერ? ყველაფერი მარტივია: რომ ლოცვაში უფრო ძლიერად ჩაღრმავდეთ.

3. დიდება უფალს!

ამ ტექსტს ამბობენ, რომ უფლის მიმართ მადლობა გამოხატონ და განადიდონ. მას ყოველ ჯერზე ამბობენ, როცა ღვთისგან რაიმე „საჩუქარს“ იღებენ. მაგალითად, როცა დაავადების განკურნებაში დაგეხმარებათ. ჯობს საღამოს საათებში რეგულარულად წარმოთქვათ. ღმერთი ყოველთვის ჩვენთან იმყოფება და გვეხმარება, ამიტომ მას მადლობა უნდა გადავუხადოთ და ვადიდოთ.

4. დამეხმარე, უფალო!

კიდევ ერთი ძალიან მოკლე ლოცვა, როცა უფლის დახმარება და მხარდაჭერა გჭირდებათ. მაგალითად, შეგიძლიათ მაშინ წაიკითხოთ, როცა რაღაც არ გამოგდით და სასოწარკვეთაში ვარდებით, ან სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავთ.

Facebook კომენტარები