თუ შაკიკი გაქვთ, ეს მეთოდები შვებას მოგგვრით და გაუმკლავდებით უმოკლეს დროში

1020

თუ შაკიკი გაქვთ, ეს მეთოდები შვებას მოგგვრით და გაუმკლავდებით უმოკლეს დროში

აი, უკვე რამდენი წელია, შაკიკი მტანჯავს. სულ ახლახან წავიკითხე, რომ ეს დაავადება თურმე ისეთ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც საკუთარი თავის შებრალება სჩვევიათ, რადგან ფიქრობენ, რომ ბევრად უკეთეს ხვედრს იმსახურებენ.

შესაძლოა, ეს მართალიც იყოს, ამიტომ გადავწყვიტე, მართლაც შესაბრალისი რომ
არ გავმხდარიყავი, საკუთარ თავზე ამთავითვე მეზრუნა. დავიწყე თვითმკურნალობა და დღეს მხოლოდ ისინი მებრალებიან, ვისაც კვლავ ტანჯავს შაკიკი.

ყველას მოგიწოდებთ, არ დანებდეთ. ცოტაოდენი მონდომება მალე გაგათავისუფლებთ თავის აუტანელი ტკივილებისგან. ეცადეთ, ყოველ დილით, უზმოზე, ერთი პატარა სირჩა ოხრახუშის წვენი დალიოთ.

აიღეთ 1 ცალი ქათმის ახალდადებული კვერცხი, გატეხეთ, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული რძე და დალიეთ. სვით დღეში ერთხელ, 1 კვირა.

შაკიკის შეტევის მოახლოებისას აიღეთ ცხვირსახოცი, სასურველია, თეთრი, დაასველეთ ღვინის ძმარში, კარგად გაწურეთ და მაგრად შემოიკარით თავზე აიღეთ ცოტაოდენი წითელი ჭარხლის ან ხახვის წვენი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და ჩაიდეთ ყურში, მტკივან მხარეს. თუ საშუალება გაქვთ, შეტევის დაწყებისას შუბლსა და წარბებზე ვარდის ახალი ფურცლები დაიფინეთ.

შაკიკის ეს რეცეპტი მეგობარმა მასწავლა. ის 1-2 კბილ ნიორს ხეხავს, ახვევს დოლბანდში და რამდენიმე წუთით იდებს საფეთქლებზე. მე უფრო მარტივად ვიქცევი: ძაფზე ვასხამ ნივრის გაურჩეველ კბილებს და როგორც კი ვიგრძნობ, რომ შეტევა იწყება, იმწამსვე ვიკიდებ ყელზე. თავის ტკივილი 20-30 წუთში გამივლის ხოლმე. გაურჩეველ ნიორს არც ისე მძაფრი სუნი ასდის, მაცივარშიც დიდხანს ინახება.

ვიღებთ 2 სუფრის კოვზ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს, ვასხამთ 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და ნახევარი საათით ვდგამთ წყლის აბაზანაში. შემდეგ 15 წუთს ვაჩერებთ, ვწურავთ და ვიღებთ თითო სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ.

სტატია მომზადებულია “2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი”- ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:საუკეთესო ხალხური რეცეპტები ჭორფლის წინააღმდეგ , გასაოცარი შედეგი აქვს.

Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები