დამარილებული ლიმონი ერთგვარი მარინადია, რომელიც შეგიძლიათ სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენოთ სუფრაზე.
ამისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ ორი ინგედიენტი: ლიმონი და მარილი.
ლიმონის დამარილებისას ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ დამატებითი ინგრედიენტები:
დაფნის ფოთოლი
ქინძი
გამხმარი ჩილის წიწაკა
დარიჩინის ჯოხი
მათი გამოყენება სავალდებულო არ არის, თუმცა ლიმონს თავისებურ გემოს და არომატს აძლევს.
გთავაზობთ მომზადების წესს, რომელიც ძალიან მარტივია.
გაასტერილეთ ქილა და გარეცხეთ ლიმონი. ლიმონი საგულდაგულოდ უნდა იქნეს გარეცხილი. ყოველი ლიმონი სათითაოდ ზემოდან ხელის დაჭერით გააგორეთ და დაარბილეთ მაგიდაზე. ამით შიდა მემბრანები დაზიანდება და ლიმონი უფრო მეტი წვენის გამოღებას შეძლებს. ლიმონი ჩავჭრათ საკმარისად ღრმად ჯვარედისებურად, მაგრამ ისე რომ მთლიანობა არ დაკარგოს, დაახლოებით 3 სანტიმეტრი დავტოვოთ ბოლოში.
დაამარილეთ ლიმონის თითოეული ნაჭერი ისე, რომ ყოველ ნაწილში კარგად მოხვდეს მარილი, თითოეულ ნაჭერზე დაახლოებით 1 სუფრის კოვზი დაგჭირდებათ. ანუ თითო ლიმონზე 4 სუფრის კოვზი.
ლიმონი ჩავალაგოთ ქილაში ძალიან მჭიდროდ, რადგან წვენი გამოიღოს, ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კარტოფილის საჭყლეტიც კი.
შემდეგი 2-3 დღის განმავლობაში გააგრძელეთ ლიმონზე დაწოლა წვენის გამოსაშვებად, თუ გამოშვებული წვენი არასაკმარისია, ასეთ შემთხვევაში დაამატეთ ახლად დაწურული ლიმონის წვენი. ლიმონი სრულად უნდა იყოს დაფარული თავის წვენში. ქილა დადგით გრილ ადგილას ან შედგით მაცივარში. 2-3 კვირის შემდეგ ლიმონები მზად იქნება.
ლიმონის კანი რომ დარბილდება ნიშნავს რომ მზადაა და შეგიძლიათ მისი დაგემოვნება. ბანკიდან ამოღებისას ლიმონს აუცილებლად გადაავლეთ წყალი ზედმეტი მარილის მოსაშორებლად, დანით კი მოაცალეთ დარჩენილი რბილობი. დაჭერით გრძლად ან კუბიკებად და მიიტანეთ მაგიდასთან ნებისმიერ საჭმელთან ერთად, რასაც ლიმონი უხდება.