ინგრედიენტები :
დაგჭირდებათ ფენოვანი ცომი ( შეგიძლიათ გამოიყენოთ მზა ფენოვანი ცომი ) - 500 გ
ისპანახის ფოთლები - 1 კგ
ხაჭო - 500 გ
ყველი - 70 გ
მარილი და პილპილი გემოვნებით
კვერცხი - 2 + 5-6ცალი
ზეითუნის ზეთი - 2-3 ს.კ
მუსკატის კაკალი (ჯავზი) - დანის წვერით
ფენოვანი ცომის მომზადების წესი:
ინგრედიენტები :
კარაქი - 200 გ
მარილი
წყალი - 100 მლ
ფქვილი - 250 გ
200 გრ ფქვილი, 100 მლ წყალი, 1 მწიკვი მარილი შევურიოთ ერთმანეთს და მოვზილოთ ცომი. შევდგათ მაცივარში 15 წუთით.200 გრ კარაქი შევურიოთ 50 გრ ფქვილს, სასურველია კომბაინში, ხელით გაგიჭირდებათ.უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. თუ ხელით ავურევთ, ჩავიცვათ ხელთათმანები და დავისველოთ ხოლმე ხელები წყლით
კარაქის მასას ოთხკუთხა ფორმა მივცეთ და მსუბუქად გავაბრტყელოთ, გავაციოთ 15 წუთით.
გავაბრტყელოთ ცომი 40x25 სმ-ზე, დავადოთ კარაქი ორ მესამედზე, ისე რომ ცომის კიდეებთან ბოლომდე არ მივიტანოთ.
გადავკეცოთ ცარიელი ცომი კარაქიან მხარეს, შემდეგ კარაქიანი ცომის მეორე ნაწილი გადმოვკეცოთ. დავაფაროთ პარკი და შევინახოთ მაცივარში 30 წუთით.
გავაბრტყელოთ ცომი სიგრძეზე. დავკეცოთ სამჯერ. შემდეგ კვლავ გავაბრტყელოთ სიგრძეზე და კვლავ გადავკეცოთ. ასე გავიმეოროთ მესამედაც. ცომი მზადაა. მთელი პროცედურის მანძილძე ცომი ცივი უნდა იყოს, თუ გათბება მაცივარში შევაბრუნოთ.
ამ ცომის საიდუმლო არის- ცომის და ინსტრუმენტების მუდმივი გაციება. ყოველი გაბრტყელების შემდეგ ცომი უნდა შევინახოთ მაცივარში 30 წუთით.
ღვეზელის მომზადების წესები:
ფენოვანი ცომი გაალღვეთ. გარეცხილი ისპანახი 1-2 წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში, შემდეგ გადაწურეთ, გადაავლეთ ცივი წყალი ხარშვა რომ შეწყვიტოს და დაწურეთ. დაჭერით და შეურიეთ მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი, 2 კვერცხი, ხაჭო და ყველი.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. ცომი გააბრტყელეთ და გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი მეორეზე ოდნავ დიდი უნდა იყოს. დიდი ნაწილი ჩააფინეთ გვერდებიან ფორმაში და გაანაწილეთ გულსართი. გაუკეთეთ პატარა ღრმულები წრიულად და ჩაახალეთ კვერცხები. შეგიძლიათ გამოიყენოთ მოხარშული კვერცხიც. თავზე გადააფარეთ მეორე ნაწილი ცომი, გვერდები ლამაზად შემოუკეცეთ და ზემოდან გადაუსვით ზეითუნის ზეთი. გამოაცხეთ ღუმელში სანამ ლამაზად არ დაიბრაწება.
შეგიძლიათ ღვეზელები გამოაცხოთ მომცრო ფორმებში და კვერცხი ამ შემთხვევაში ცენტრში ჩაამატეთ.