აღსარების წინ წარმოსათქმელი ლოცა

883

როდესაც ტაძარში მივდივართ და ვინანიებთ ჩვენს ცოდვას, აუცილებელია ლოცვა. სწორედ აღსარების წინ უნდა წარმოთქვით ეს ლოცვა, რადგან დამშვიდებული ჩააბაროთ აღსარება.

 

ვაი ჩემდა, რამეთუ ცოდვანი ჩემნი არიან უფროს ქვიშისა ზღვისა, და მე შეკრულ-ვარ მათგან, ვითარცა საკრველითა რკინისათა და არა მაქვს კადნიერება აღხილვად სიმაღლესა ცისასა, ვისსამე მივივლტოდე, არამედ შენდა მომართ მოწყალეო უფალო, რამეთუ ძვირ-უხსენებელ ხარ, და შენდა მომართ მოვივლტი, და მრავალთა მოწყალებათა შენთა შეუვრდები, შენ უფალო ურჩ გექმნები, და შენდავე მოვისწრაფი ძვირუხსენებელო, შენდავე მოვივლტი მრავალთა სახიერებათა შენთათვს, და ლმობიერად ვღაღადებ, გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან, და ყოველნი უსჯულოებანი ჩემნი აღხოცენ, სახელისა შენისათვის მხოლოსა, რამეთუ არა მაქვს რომელიმცა წარგიდგინე შენ, არცა საქმენი კეთილნი, არცა გული წმიდა, არამედ სასოებაი ხოლო მაქვს შენისა მოწყალებისა, და დავსდებ სულსა ჩემსა, არამედ შენისა კაცთმოყვარებისა წინაშე, რათა გული წმიდა დაჰბადო ჩემთანა ღმერთო, და სულითა წმიდითა დამამტკიცო მე, რათა არღარა დავეცე მე კვალად, და არღარა მივიწიო ცოდვისა განწირულებასა, არამედ ამიერითგან გმონო შენ სიმართლით და ჭეშმარიტებით ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი, და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია