არასდროს არ უნდა აიღონ სესხი და იპოთეკა ზოდიაქოს ამ ნიშნებმა

860

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს ნიშნები, რომლებმაც სესხებსა და იპოთეკაზე უარი უნდა თქვან. ზოდიაქოს ნიშნების ზოგიერთი წარმომადგენელი უბრალოდ ვერ უძლებს ცდუნებას და ამიტომ ხშირად აღმოჩნდება ვალში. ამ ნიშნებს შორის გამოირჩევიან კირჩხიბი, ტყუპები, თევზები და მშვილდოსანი.

კირჩხიბი

კირჩხიბებს, როგორც წესი სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ. ასეთი მსესხებელი ყველაზე არახელსაყრელ პირობებსაც კი აირჩევს, თუ ბანკის შეუპოვარ თანამშრომელს გადააწყდება. შედეგად, ყველა ნათესავს და მეგობარს მოუწევს, საცოდავი კირჩხიბი ვალების ორმოდან ამოათრიოს.

ტყუპები

ტყუპები მატერიალური წარმატების მცდელობებში ყოველთვის მარცხდებიან. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა არ იციან, როგორ იცხოვრონ თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში. ამის გამო ისინი რეგულარულად იღებენ სესხებს და ელიან, რომ ვინმე მათ გადაიხდის. ასტროლოგები აფრთხილებენ: ვალის ორმოდან ამოსვლას მაღალი შემოსავალიც კი ვერ დაეხმარება.

თევზები

თევზებმა ბიუჯეტის დაგეგმვა საერთოდ არ იციან. ისინი რეგულარულად ახერხებენ იმაზე მეტის დახარჯვას, ვიდრე შემოსავლის სახით აქვთ მიღებული. ძალიან ხშირად, თევზებს, საბოლოო ჯამში, ბევრი ადამიანისა და ორგანიზაციის ვალი აქვთ. ყველაზე ცუდად თევზები თავს იპოთეკასთან ურთიერთობისას გრძნობენ. რეგულარული გადახდების მძიმე ტვირთს ისინი უბრალოდ ვერ იტანენ.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს საკუთარი ფინანსური წარმატების კატეგორიულად არ სჯერა. ამის გამო ისინი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას საკუთარი ძალებით არც ცდილობენ. მშვილდოსნის ღრმა რწმენაა, რომ მხოლოდ სესხი ეხმარება იმ ღირებული ნივთების მიღებაში, რისკენაც ყველა ისწრაფვის. თუმცა ფულის უმტკივნეულოდ გადახდას ვერასდროს ახერხებენ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია