რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ინტელექტის განვითარება, მაგრამ ზოგიერთს მაინც დაბადებიდან აქვს ფარული ნიჭი და მაღალი IQ. ყველაფერში „დამნაშავე“ ვარსკვლავები არიან. გერმანელი ასტროლოგების აზრით: ზოდიაქოს 12 ნიშანს შორის ყველაზე ერუდირებულია:
მერწყული
მერწყულები ხშირად ძალიან თავშეკავებულები და მორცხვები ჩანან, მაგრამ სინამდვილეში ამ თვისებების მიღმა დიდი ნიჭი იმალება. მათ დაბადებიდან აქვთ მაღალი IQ, მაგრამ ამას მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციებში ამჟღავნებენ. ხოლო, როცა მერწყულს კარიერაში წინსვლა უნდა, მისი ინტელექტუალური შესაძლებლობები მობილიზებულია, რაც ხელს უწყობს სასურველი პოზიციის მოპოვებას.
ლომი
ყველაზე შრომისმოყვარეები და შესაბამისად, განათლებულები ლომები არიან. ეს ზოდიაქოს ნიშანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ყველაფერს, ზედმიწევნით ამოწმებს ფაქტებს და ამიტომ ხშირად იცის უფრო მეტი, ვიდრე მისმა გარემოცვამ. ჰოროსკოპის მიხედვით, ლომისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღების ცენტრში ყოფნა – ამის გამო ისინი ყოველთვის ცდილობენ მაქსიმალურად გააფართოონ ჰორიზონტი.
მორიელი
მორიელი არის ნიშანი, რომელმაც კარგად იცის თავისი მაღალი IQ და ამაყობს იმით, რომ სხვებზე ჭკვიანია. მას უყვარს ამის დამტკიცება მეგობრებთან, ან კოლეგებთან სამსახურში საუბრისას. ერთის მხრივ, ეს აღმაფრთოვანებს სხვებს, მაგრამ მეორეს მხრივ, ზედმეტად ამპარტავანი ჩანს. ამიტომ, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები უნდა იყვნენ ყურადღებით, რომ გაიგონ, რომელ სიტუაციებში შეუძლიათ ინტელექტის გამჟღავნება და როდის სჯობს გაჩუმება.