გაინტერესებთ როგორ მოვამზადოთ ოსური ღვეზელი ხორცით – იგივე ფიჩინი?

876

თუ თქვენ უპირატესობას ანიჭებთ ნოყიერ და არატკბილ საკვებს, აუცილებლად უნდა გასინჯოთ ოსური ხორცის ღვეზელი. ამისათვის კი დაგჭირდებათ:

 

ინგრედიებტები:

  • 150 მილილიტრი კეფირი
  • 100 მილილიტრი წყალი
  • 50 მილილიტრი ზეთი
  • 45 გრამი კარაქი
  • 500 გრამი ფქვილი
  • ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი
  • ნახევარი ჩაის კოვზი მარილი
  • ნახევარი ჩაის კოვზი საფუარი
  • საქონლის ფარში – 700 გრამი
  • ნახევარი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • ერთი კონა მწვანილი
  • ნახევარი ჩაის კოვზი ქონდარი
  • ხორცის ბულიონი და დაფქული შავი ან წითელი პილპილი – გემოვნებით

იაფი ავიაბილეთები avia.ge

მომზადების ეტაპები :

  1. ღრმა ჯამში მოთავსებული წყალი და შაქარი აურიეთ ერთმანეთს და მიღებულ მასას შემდეგ დაუმატეთ მშრალი აქტიური საფუარი. მიღებული ნარევი 10 წუთით დატოვეთ და შემდგომ დაუმატეთ კეფირი, მარილი და ზეთი, ასევე 25 გრამი გამდნარი კარაქიც.
  2. გაამზადეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი, დააფარეთ ჯამს და დატოვეთ ეს თბილ ადგილას 1 საათის განმავლობაში. 1 საათის შემდეგ გადმოიღეთ მასა ზეთწასმულ სამუშაო ზედაპირზე.

3. შიგთავსის მოსამზადებლად უნდა აურიოთ ფარში, მწვანილი, ხახვი, ნიორი და მარილი, ასევე შეურიეთ პილპილი. ჩაუმატეთ მას წყალი ან ბულიონი და აურიეთ კარგად ერთმანეთში.

4. მიღებული ცომი გაყავით სამ ტოლ ნაწილათ. გააკეთეთ მრგვალი ფორმები და ცომის შუაში მოათავსეთ მიღებული შიგთავსის მესამედი.

5. ცომში შიგთავსის მოთავსების შემდეგ მოამრგვალეთ და შეუკარით პირი, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

6. მომზადებული ცომი ფრთხილად ცადეთ ცხიმ წასმულ საცხობ ფორმაში, გაითვალისწინეთ შეკრული პირი დაბლა უნდა იყოს მოთავსებული.

7. ღვეზელი გააბრტყელეთ ისე, რომ საცხობ ფორმაში ფსკერს მთლიანად ფარავდეს, შუაში კი გაუკეთეთ პატარა მრგვალი ნახვრეტი, რათა ორთქლი ამოვიდეს.

8. ფორმა 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით 12 – 15 წუთის განმავლობაში.ამავე მეთოდით მოამზადეთ დარჩენილი ორი ფირფიტაც. ცხელ ღვეზელს წაუსვით დარჩენილი გამდნარი კარაქი.

Facebook კომენტარები