ქათმის ხარჩო ნიგვზით , უბრალოდ საოცრებაა.

1148

მოსამზადებლად საჭიროა შემდეგი ინგრედიენტები:

სურსათის ნორმა ერთ ულუფაზე

ქათმის ხორცი – 100 გრამი

კარაქი – 10 გრამი

პურის ფქვილი – 5 გრამი

თავიანი ხახვი – 30 გრამი

ნიგოზი – 20 გრამი

ნიორი – 2 კბილი

ტყემალი – 30 გრამი

ყოველგვარი მწვანილი – 5 გრამი

ხმელი სუნელი

დაფნის ფოთოლი

მარილი და წიწაკა – გემოვნებით

მომზადების წესი:

ქათმის ხორცი წინასწარ ულუფებად დავჭრათ და ქვაბში ჩავუშვათ. 1 ულუფაზე 0,5 ლიტრი ცივი წყალი დავასხათ და დავდგათ მოსახარშად. როდესაც ადუღდება, ჩავუმატოთ დაფნის ფოთოლი, ბაჰარი და მიხაკ-დარიჩინი. წვრილად დავკეპოთ თავიანი ხახვი და ჩავუშვათ ქვაბში, დავაწუროთ მას ქათმის ნახარშის სიმსუქნე, გამდნარი კარაქი და მოვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში.

შემდეგ ნახარშიდან ამოვალაგოთ ნახევრად მოხარშული ქათმის ხორცი და ჩავუშვათ მოშუშულ ხახვში. დავახუროთ სახურავი და ნელ ცეცხლზე ბუღში მოვიყვანოთ, 10-15 წუთის შემდეგ დავუმატოთ თეთრი პურის ფქვილი. დრო გამოშვებით, ყოველ 5 წუთში მოვურიოთ და თანდათან დავუმატოთ ქათმის ხორცის გაწურული ნახარში. როდესაც ადუღდება, შევაზავოთ მოხარშული და საცერში გატარებული ახალი ტყემლით, დაკეპილი და მერე დანაყილი ნივრით, წიწაკით, ქინძით, კამა-ოხრახუშით, ზაფრანის  ყვავილით, ომბალოთი ან ხმელი სუნელითა და მარილით.

როდესაც მზად იქნება, გადმოვდგათ – დავუმატოთ ხარჩოს წვენით გახსნილი წმინდად დანაყილი ნიგოზი (ნიგოზის დამატების შემდეგ აღარ გავაცხელოთ, რადგან გაშავდება). გაშვებისას უიდან მოვაყაროთ დაკეპილი ახალი მწვანილი.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

Facebook კომენტარები