შედეგით გაოცდებით! ეს ნიღაბი დაგეხმარებათ გაიქროთ ლაქები სახეზე და ნაოჭებს ვეღარც კი შეამჩნევთ

1501

ყველა კარგად ვიცნობთ ასპირინს, იგივე აცეტილსალიცილის მჟავას, რომელიც თითოეული ჩვენგანის საოჯახო აფთიაქშია. სწორედ მას მივმართავთ დახმარებისთვის მაშინ, როდესაც თავის გაუსაძლისი ტკივილი გვაწუხებს. ჩვენ არაერთხელ მოგვიყოლია ამ ჯადოსნური აბის ალტერნატიული გამოყენების მეთოდებისა და ხერხების შესახებ. ის მართლაც რომ უნივერსალური პროდუქტია, რომელსაც გამოყენების საოცრად ფართო სპექტრი აქვს. აცეტილსალიცილის მჟავა, იგივე ასპირინის თეთრი აბი, გამოიყენება კოსმეტილოგიაშიც პრობლემური კანის მოსავლელად.

Can You Get A Tattoo While Taking Blood Thinners Or Aspirin? |  AuthorityTattoo

გასწავლით საშინაო კრემის მომზადება, რომელიც ეფექტურად გაუმკლავდება ნაწიბურებს, გამონაყარს, პიგმენტურ ლაქებს, შეგიწყობთ ხელს კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლასა და მოშორებაში, კანის ზედა საფარის დეზინფიცირებაში, სხვადასხვა დეფექტების აღმოფხვრასა და შენიღბვაში… ამ კრემის მთავარი ინგრედიენტი სწორედ ასპირინია!

სასიამოვნო ცვლილებებს ამ კრემის რეგულარული გამოყენებიდან ხანმოკლე დროში იხილავთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონებათ სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!

ბეტა-ჰიდროქსიმჟავა, რომელსაც ასპირინი შეიცავს, ცხიმში ხსნადი ელემენტია, რომელსაც ახასიათებს ექსფოლიანტის მსგავსი ქმედება და წმენდს კანს ლაქებისგან. გარდა ამისა, ეფექტურად გვაშორებს კანის მკვდარ უჯრედებს, აახლაგაზრდავებს კანს და ათანაბრებს მის ტონს.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ასპირინისთვის ანთების საწინააღმდეგო ძლიერი თვისებებია დამახასიათებელი, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი კანისთვის. მოცემული საშუალების გამოყენებამდე აუცილებლად უნად გაითვალისწინოთ რამდენიმე

რეკომენდაცია: 

  • პროცედურა აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ საღამოს საათებში, დაძინების წინ.
  • თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, პირველ ჯერზე კრემი ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყენეთ და დააკვირდით კანის რეაქციას.
  • არ უნდა იყოთ ალერგიული რეცეპტში შემავალ რომელიმე ინგრედიენტზე.
  • პროცედურის შემდეგ თქვენი კანი გაცილებით მგრძნობიარე გახდება, რის გამოც მეორე დღეს აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემი.

ასპირინის ნიღაბი კანის გასაახალგაზრდავებლად

  • 5 აბი ასპირინი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი ნატურალური მაწონი

ინსტრუქცია:

  1. დაიბანეთ სახე ჩვეულებისამებრ, თუმცა ცივი წყლით. რბილი ქსოვილი ჩაალბეთ ძალიან ცხელ წყალში, კარგად გაწურეთ და გაშლილ მდგომარეობაში დაიფინეთ სახეზე 10 წუთით (თუ ზედმეტად ცხელი არ არის და ამის უპრობლემოდ ატანას შეძლებთ). ასე კანის ფორები ბოლომდე გაიხსნება და ჩვენი დღევანდელი პროცედურა საუკეთესო შედეგს მოგვცემს.
  2. ასპირინის ხუთივე აბი უნდა დაფქვათ, დაუმატოთ თაფლი, ნატურალური მაწონი და კარგად გადაურიოთ. უკვე შემშრალ სახეზე მიღებული პასტისებრი მასა შეიზილეთ ნელი წრიული მოძრაობებით, დაიტოვეთ სამოქმედოდ 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
  3. კრემის მოსაშორებლად გამოიყენეთ თბილი წყალი. პროცედურის შემდეგ წაისვით დაამტენიანებელი კრემი.

How to Get Rid of Acne Overnight: 12 Remedies that Work

მოცემული საშუალება ღრმად წმენდს ჩვენს კანს, გვაშორებს მკვდარ უჯრედებს, პიგმენტურ ლაქებს, ათანაბრებს კანის ტონს, აგლუვებს პატარა ზომის ნაოჭებს და ახშობს ანთებით პროცესებს. როგორც უკვე გითხარით, მისი რეგულარული გამოყენებიდან ხანმოკლე დროში თქვენ სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად იხილავთ. კვირაში 1 ან 2 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია