იცოდით თუ რატომაა გვირილის ჩაი ასეთი პოპულარული? ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, თქვენ ყოველ საღამოს დალევთ მას…

1586

იცოდით თუ რატომაა გვირილის ჩაი ასეთი პოპულარული? ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, თქვენ ყოველ საღამოს დალევთ მას…

თქვენც ჩემსავით ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ გვირილის ჩაი ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. მეტსაც გეტყვით ბებიაჩემი წლებია მას საღამოობით სვამს ხოლმე და უკვე 70 წლისაა და არანაირი სერიოზული დაავადება მას არ აწუხებს!

ზოგადად გვირილის ჩაის სასიამოვნო სურნელი და არომატი აქვს. თან ის საკმაოდ მარტივად ხელმისაწვდომიცაა. ხოლო მისი ყველაზე სასარგებლო ნაწილი მისი ყვავილებია, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით ფლავონოიდებს.

ახლა კი გაგაცნობთ გვირილის სასარგებლო თვისებებს:

ძილის გაუმჯობესება: ის ნამდვილად კარგი საშუალებაა გადაღლილობის და მოუსვენრობის დროს. ძილის წინ 1 ჭიქა გვირილის ჩაი დაგამშვიდებთ და გაგიუმჯობესებთ ძილის ხარისხს, დილით კი ენერგიით სავსე გაიღვიძებთ.

ანთების საწინააღმდეგო საშუალება: გვირილა ძალიან კარგად უმკლავდება ანთებით პროცესებს და სპაზმს. ყველაზე ხშირად ამ თვისების გამო გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს.

სტრესი და შფოთვა:

გვირილის არომატულ ჩაის აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, რადგან ის ამაღლებს ორგანიზმში სეროტონინის დონეს. მას ბედნიერების ჰორმონსაც კი უწოდებენ. ესაა ქიმიური ნივთიერება, რომლის გამომუშავებაც ნერვულ უჯრედებში ხდება და დიდ გავლენას ახდენს ხასიათსა და განწყობაზე. ამიტომაც გირჩევთ ხშირად მიირთვით გვირილის ჩაი და დააღწიეთ თავი სტრესსა და შფოთვას.

იმუნიტეტი: ინფექციების, გაციების, გრიპის და სინუსიტის დროს გვირილის ჩაი ძალიან ეფექტურია. მის შემადგელობაში მყოფი ფენოლები კი აძლიერებენ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას.

რაც შეეხება კუჭის პრობლემებს:

გვირილის ჩაი დაგეხმარებათ მოწამვლის შემდეგ კუჭ-ნაწლავის სიტემის მუშაობის აღდგენაში. ასევე ეფექტურია გასტრიტის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის და შებერილობის დროსაც

ამ და იდევ მრავალი სხვა მიზეზისდა გამო გირჩევთ ხშირად იირთვათ გვირილის ჩაი!

თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ! შესაძლოა გქონდეთ ინდივიდუალური აუტანლობა. გვირილის ნაყენის გამოყენება ყოვეთვის ჯობია დღის მეორე ნახევარში, რადგან იწვევს ძილიანობას. ხოლო ორსულობის დროს არაა რეკომენდირებული მისი მიღება.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია