3 ბუნებრივი ინგრედიენტი ჰერპესის სამკურნალოდ
იმ შემთხვევაში, თუ ჰერპესი გაგიჩნდათ, ამ ბაქტერიამ შეიძლება სამუდამოდ დაიმკვიდროს თავი თქვენს ორგანიზმში, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ იმ პროდუქტების დახმარებით, რომლებზეც დღეს გიამბობთ, შეგიძლიათ შეამციროთ გამონაყარის რაოდენობა.
HSV-1 ანუ ჰერპესის სიმპლექსის ვირუსი - ტიპი 1, ვრცელდება ნერწყვით, მაგ: თუ ჰერპესის მქონე ადამიანი გადაკოცნეთ და მისი ნერწყვი თქვენს კანზე აღმოჩნდა, ძალიან დიდი იმის შანსი, რომ თქვენც დაინფიცირდეთ.
ასევე, შეიძლება გაგიჩნდეთ მტკინვეულოი გამონაყარი, მაგ: იმუნური სისტემის ცუდად მუშაობის ან სტრესის შედეგად.
ჰერპესის უარყოფითი მხარე არის ის, რომ როგორც კი გენიტალური ჰერპესი დაგემართებათ, ვირუსი დარჩება თქვენთან სიცოცხლის ბოლომდე. თუმცა, კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენ შეგიძლიათ შეამციროთ გამონაყარის რაოდენობა და სიხშირე.
მზის ზემოქმედებამ შეიძლება გაამწვავოს ჰერპესის ინფიცირება, ამიტომ დარწმუნდით, რომ კანი დაცულია მზისგან დამცავით და გაცვიათ ისეთი ტანსაცმელი, რომლის დახმარებით კანს აარიდებთ მზის სხივებს.
თუ გამონაყარი უკვე გამოჩნდა, ვირუსის დასამარცხებლად და შეხორცების დაჩქარების მიზნით, არსებობს 3 ბუნებრივი გზა:
ვაშლის ძმარი:
თქვენ უნდა უმკურნალოთ ჰერპესის ბუშტუკებს რაც შეიძლება მალე, რადგან ღია დაზიანებები შეიცავს ინფექციურ სითხეს. საკმარისია, ბამბის დისკი დაასველოთ ვაშლის ძმარში და წაისვით დაზიანებულ ადგილზე.
ამრიგად, გამონაყარი უფრო სწრაფად დაიწყებს შეხორცებას. ამ მეთოდით გამონაყარს მოიშორებთ 3-5 დღესი.
დინდგელი:
დინდგელი კლავს მიკრობებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ასევე ანტივირუსული, ანტისეპტიკური და ანტიბიოტიკური თვისებები.
გერმანიის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, დინდგელი, ასევე ეფექტურია ადგილობრივად გამოყენებისას. საკმარისია, დღეში 2-ჯერ პირდაპირ ჭრილობაზე წასმა.
ძირტკბილას ფესვი:
ეს ანტივირუსული და სასარგებლო პროდუქტი აქვეითებს სტრესის ჰორმონის დონეს და ხელს უწყობს გამონაყარის წინააღმდეგ ბრძოლას. ძირტკბილას ფესვი შეიცავს გლიცირიზინს, რომელიც ასევე ამცირებს ტკივილს და ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფად შეხორცებას.
გამონაყარის გაჩენისას დღეში 3-ჯერ უნდა დალიოთ 1 ჭიქა თბილი წყალი, რომელსაც შერეული აქვს 15-20 წვეთი ძირტკბილას ფესვის ნაყენი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძირტკბილას ფესვის მუდმივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება, ამიტომ მის მიღებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
გისურვებთ ჯანმრთელობას!