25 დეკემბერს სიკეთის მღვდელმთავრის – წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეა.

758

25 დეკემბერს სიკეთის მღვდელმთავრის – წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეა.

წმინდა სპირიდონი განსაკუთრებით უყვართ საქართველოში.

შეგეწიოთ მისი ლოცვა–ვედრება, გაგაძლიეროთ და გგახაროთ მოწყალე მღვდელმთავარმა სულიერად და მატერიალურად.

წმინდა სპირიდონი უბრალო მწყემსი იყო, ალალი და გულმართალი. იგი ბავშვობის ასაკიდანვე კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო.

განსაკუთრებით გამოირჩეოდა უპოვართა მიმართ სიბრალულითა და სტუმართმოყვარეობით. იგი ყოველთვის კეთილგანწყობილი, თავაზიანი, თბილი, თავმდაბალი და სამართლიანი იყო, რის გამოც მუდმივად ჭეშმარიტი ღმრთიური ნათლით ბრწყინავდა;

იგი დღენიადაგ შრომობდა და თავისი შრომის ნაყოფით ობლებს, ქვრივებს, ღარიბებს, ხეიბრებს ეხმარებოდა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

მას ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის დიდი ნაწილი გლახაკებისათვის დაერიგებინა, ასეთი ღვაწლისათვის უფალმა სასწაულმოქმედების ნიჭი მიმადლა: მიცვალებულებს აღადგენდა;

გვალვისას მისი ლოცვით ცა იხსნებოდა და შხაპუნა წვიმით ძღებოდა გამომხმარი მიწა.

ცარიელ ეკლესიაში ღვთისმსახურებისას ანგელოზები ჰყავდა მგალობლად, ცოდვილთ ამხელდა და მოაქცევდა..

ეს მხოლოდ უმცირესი ჩამონათვალია იმ ურიცხვი სასწაულიდან, თავის სიცოცხლეში რომ აღასრულა; რომ აღარაფერი ვთქვათ გარდაცვალების შემდგომ აღსრულებულ სასწაულებზე.

წმინდა სპირიდონი დღესაც უამრავ ადამიანს ეხმარება.

წმინდაო დიდო მღვდელმთავარო, სპირიდონ ევედრე ღმერთსა ჩვენთათვის.

აუცილებლად სანახავი:ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალება ფეხების შეშუპების წინააღმდეგ!

Vap.ge აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები