ლოცვა დაწოლის წინ სავედრებელი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ სამარადისო

2208

ლოცვა დაწოლის წინ სავედრებელი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა მიმართ სამარადისო

ყოვლისა ნათესავისა კაცთასა სასოებაო და სიტკბოებაო, სამკაულო ყოველთა არსთა შექმნილთა, უბრწყინვალესო ნათელო, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო ქალწულო, რომელმან პირველ ჟამთა გამომხსნელი იგი ნათელი აღსასრულსა ჟამთასა ხორცითა გვიშევ ჩვენ და ბნელისა იგი მაოტებელი ცისკარი მზისა მის სიმართლისა დასვლასა მზისასა, ვითარცა ელვა, აღმოგვიბრწყინვე, მოგვიხსენენ ჩვენცა, რომელნი ესე მოსრულ ვართ თაყვანისცემად სიწმიდისა შენისა და წადიერად სურვილით ვხადით სახელსა შენსა წმიდასა, წარსრული ამის დღისა მტერისა მიერნი წყლულებანი სულთა ჩვენთანი განაქარვენ, რამეთუ შენ გესავთ, მოიხილე ჩვენზედა ტკბილითა მაგით მეოხებითა შენითა,იაფი ავიაბილეთები avia.ge

უბიწოო, წყალობის მომრთმეველ გვექმენ ჩვენ ძისაგან შენისა, რათა სიბნელესა ამას წინამდებარესა ღამისასა შენ მიერ ყოველთაგან საფრთხეთა და დაბრკოლებათა ეშმაკისათა უვნებელად თანაწარვხდეთ და კვალად ცისკრისა გალობასა ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსთოთ, დიდებისმეტყველებად და მადლობისა შეწირვად ძისა და ღვთისა შენისა, უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესა, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაწოლის წინ გამოისახე პირჯვარი და ჯვარი გადასახე სარეცელსაც შემდეგი სიტყვებით: „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ.

აუცილებლად სანახავი:ყველაზე ძლიერი ბუნებრივი საშუალება ფეხების შეშუპების წინააღმდეგ!

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები