რისთვისაა სასარგებლო ფინიკი და რა დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე?! პროდუქტი, რომელიც უფრო ხშირად უნდა ვჭამოთ..

3100

რისთვისაა სასარგებლო ფინიკი და რა დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ორგანიზმზე?! პროდუქტი, რომელიც უფრო ხშირად უნდა ვჭამოთ..

ფინიკი პროდუქტი, რომელსაც ძალიან სასარგებლო გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე და თითქმის ყველა შინაგან ორგანოზე. თუ ყოველდღიურად მხოლოდ 3 ფინიკის მიირთმევთ, თქვენს ორგანიზმში არაერთი სასიამოვნო ცვლილება წარიმართება.

1. ფინიკი აჯანსაღებს ძვლებს

ჩრდილოეთ დაკოტას უნივერსისტეტის პროფესორის, ჯულია გარდენ-რობინსონის მტკიცებით, ფინიკი შეიცავს ბორს, რომელიც აჯანსაღებს ჩვენს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემას. გარდა ამისა, არაერთი კვლევით დამკტიცებულია, რომ ფინიკი მდიდარია ფოსფორით, კალიუმით, კალციუმითა და მაგნიუმით – თითოეული ეს მინერალი აძლიერებს ჩვენს ძვლებს და თავიდან გვარიდებს ისეთ უსიამოვნო დაავადებას, როგორიც ოსტეოპოროზია.

2. აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას

ფინიკი უჯრედისით მდიდარი პროდუქტია, რომელსაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. თუ ყოველდღიურ კვების რაციონს ამ ნატურალური პროდუქტით გაამდიდრებთ, შეძლებთ ყაბზობის დამარცხებას და ნაწლავების მუშაობის გაუმჯობესებას. ბრიტანულ სამეცნიერო ჟურნალში დაბეჭდილი კვლევის შედეგების თანახმად, ადამიანებს, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ფინიკს, ნაკლებად აწუხებთ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, ვიდრე მათ, ვინც ფინიკისადმი გულგრილი დამოკიდებულებით გამოირჩევა.

3. ფინიკი გეხმარებათ სტრესისა და დეპრესიის დამარცხებაში

ეს ნატურალური პროდუქტი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ვიტამინ B6-ს, რომელიც ეხმარება სხეულს სეროტონინისა და ნორიპინეფრინის გამომუშავებაში. როგორც ყველას კარგად მოგეხსენებათ, სეროტონინი იგივე ბედნიერების ჰორმონია, რომელიც გვიუმჯობესებს განწყობას, ხოლო ნორიპინეფრინი – სტრესის ყველაზე ძლიერი მტერია. რაც უფრო დიდი რაოდონებით ვიტამინ B6-ს ვიღებთ, მით უფრო ჯანმრთელები ვართ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც კი.

4. თავიდან აგარიდებთ გულის დაავადებებს

არაერთი სამეცნიერო კვლევით დამტკიცებულია, რომ ფინიკის რეგულარული მირთმების შედეგად ჩვენს სხეულში ტრიგლიცერიდებისა და ოქსიდაციური სტრესის დონე საგრძნობლად მცირდება, რაც სასარგებლოდ ისახება ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. გარდა ამისა, კალიუმი, რომელსაც ჭარბად შეიცავს ეს ნატურალური პროდუქტი, აჯანსაღებს ჩვენს გულს, ამცირებს სისხლის წნევასა და გულის შეტევის განვითარების რისკს.

5. ფინიკი ჯერადად ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს

ფინიკი იცავს ჩვენს საჭმლის მომნელებელ სისტემას მავნე ბაქტერიებისგან და თავიდან გვარიდებს მსხვილ ნაწლავში არაჯანსაღი მიკროფლორის განვითარებას, რაც არაერთი სერიოზული დაავადების გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს. სამეცნიერო კლვევების შედეგებზე დაყრდნობით, ეს ნატურალური პროდუქტი სტიმულირებს ჯანსაღი ბაქტერიების ზრდას და ამ გზით ეფექტურად გვიცავს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებისგან.

6. საგრძნობლად ამცირებს სეზონური ალერგიების სიმპტომებს

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მხოლოდ აშშ-ში 30 მილიონზე მეტი ადამიანი იტანჯება სეოზნური ალერგიებისგან. თუ ყოველდღიურად ფინიკს მიირთმევთ, საგრძნობლად შეძლებთ იმ უსიამოვნო სიმპტომების მოხსნას, რომლებიც ალერგიას ახლავს თან.

7. ფინიკი სტიმულირებს წონის კლების პროცესს

უჯრედისით მდიდარი ფინიკი ხელს გვიწყობს წონის დაკლებაში, რადგან მისი მირთმევის შემდეგ ხანგრძლივი დროით გვინარჩუნდება სინაყრის შეგრძნება. გარდა ამისა, ეს პროდუქტი თავიდან გვარიდებს სისხლში გლუკოზის მკვეთრ ცვლილებებს, რაც სასარგებლოდ ისახება ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზეც. მეტიც, ანტოციანიდებითა და კაროტინოიდებით მდიდარი ეს ნატურალური პროდუქტი გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, სტიმულირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას და აჩქარებს მეტაბოლიზმს.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია