ლოცვა, რომელიც ფეხმძიმობის ჟამს უნდა წაიკითხოთ

694

ლოცვა, რომელიც ფეხმძიმობის ჟამს უნდა წაიკითხოთ

ჰოი, ყოვლად დიდებულო, დედაო ღმრთისაო, შემიწყალე მე მხევალი შენი, მოვედ შეწევნად ჩემდა ჟამსა სალმობათა და განსაცდელთა ჩემთასა, რომელთა შინა
შობენ შვილთა თვისთა საწყალობელნი ასულნი ევასნი.

მოიხსენე, ჰოი, კურთხეულო დედათა შორის, თუ ვითარითა სიხარულითა და სიყვარულითა მსწრაფლ ვიდოდი მთად ქალაქად იუდეასსა, მოკითხვად ნათესავისა შენისა ელისაბედისა ჟამსა მისისა მუცელქმნულობისასა და თუ ვითარი სასწაული-ჰყო მადლმოსილმან მოკითხვამან შენმან დედასა და ჩვილსა
ზედა, და დაულევნელითა მოწყალებითა შენითა მომმადლე მე უმდაბლესსა მხევალსა შენსა მშვიდობით
დახსნად მუცელქმნულობისაგან;

მომმადლე წყალობა ესე, რათა ჩვილმან ესე, რომელი აწ წიაღთა ჩემთა
იმყოფების, მოსრულმან გულისხმისყოფასა, სახარულევანითა კრთომითა მსგავსად წმიდისა ჩვილისა იოანესა, თაყვანის-სცეს ღვთაებრივსა მაცხოვარსა ჩვენსა უფალსა, რომელმან ჩვენ ცოდვილთა სიყვარულისა გამო არა მოიძაგა თვით ჩვილად ყოფა.

გამოუთქმელითა სიხარულითა, რომლითა აღივსო ქალწულებრივი გული შენი, ოდეს იხილე ახალშობილი ძე და უფალი
შენი, დაატკბე ჭირნი ჩემნი, რომელნი მომელიან სალმობათა შინა ჟამსა შობისასა.

ცხოვრებამან სოფლისამან შენით შობილმან, მხსნელმან ჩემმან მიხსნას მე სიკვდილისაგან, რომლითა მრავალნი დედანი მოისრებიან ჟამსა შობისასა და მიითვალოს ნაყოფი მუცლისა ჩემისა შორის რჩეულთა ღმრთისათა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ყოვლად წმიდაო, ზეციურო დედოფალო, შეისმინე მდაბალი ესე ლოცვა ჩემი და გარდამოიხილე ჩემ გლახაკსა და ცოდვილსა ზედა მადლმოსილითა თვალითა შენითა;

ნუ სირცხვილეულ ჰყოფ სასოებასა ჩემსა შენისა დიდისა მოწყალებისა გამო და დამიფარე მე.

შემწეო ქრისტიანეთაო, განმკურვნელო სნეულებათაო, აწცა ღირს მყავ განცდად ჩემ ზედა, შენისა დედობრივისა მოწყალებისა, რათა მარადის ვადიდებდე მადლსა შენსა, რომელი არა სადა დააგდებს ლოცვასა გლახაკთასა და იხსნის ყოველთა, ჟამსა ჭირთა და სნეულებათა, შენდამი შევრდომილთა, ამინ.

აუცილებლად სანახავი:14 სიმპტომი, რაც ღვიძლის დაავადებაზე მიგითითებთ! ეს არ უნდა დააიგნოროთ!

Vap.ge-ს აქვს ელექტრონული რესურსი, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში პერიოდულად განახლებული საეკლესიო ხასიათის ინფორმაციის განთავსებისთვის. Vap.ge ის დეველოპერთა გუნდი ცდილობს გააუმჯობესოს საიტის ფუნქციები და შეავსოს გვერდები მკითხველთა სურვილის გათვალისწინებით.

Vap.ge -ზე შეძლებთ წაიკითხოთ ბიბლია, ლოცვები, ფსალმუნები და ყველა აუცილებელი ინფორმაცია საეკლესიო დღესასწაულების და მარხვების შესახებ.

Vap.ge -ის მიზანია ღვთის მსახურება, ხალხის სულიერი განმანათლებლობის ხელშეწყობა, ოჯახური და მორალური ფასეულობების შენარჩუნება. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში. ბევრ ინფორმაციას მოგაწვდით ეკლესიისა და სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, რაც ყოველდურობის ნაწილი გახდება.

Facebook კომენტარები