მე ერთი წლის განმავლობაში ყოველ დილით ვსვამდი თბილ წყალს ლიმონით და თაფლით (და აი, ეს არის შედეგი)

1315

საოცარი ტრანსფორმაციის ისტორია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს!

სულ რამდენიმე წლის წინ, თუ ლიმონის და თაფლის სასმელს ვსვამდი, ისიც მხოლოდ ძლიერი გაციების დროს (და ეს სასმელი იყიდებოდა პატარა პაკეტებში, რომელიც უახლოეს აფთიაქში შევიძინე).

როგორც მოგეხსენებათ, ამ პაკეტებს თითქმის არანაირი სარგებელი არ მოჰყოლია და ამიტომ, მას შემდეგ რაც, წავიკითხე ლიმონისა და თაფლის სასმელის წარმოუდგენელი სარგებლობის შესახებ, თავიდან საკმაოდ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ ისტორიების მიმართ.

საბოლოოდ, ამ სასმელის გასინჯვის შემდეგ მივხვდი, რომ წყლის დალევა ნამდვილი ლიმონის წვენით და ნამდვილი თაფლით სულ სხვა საკითხია და გადავწყვიტე დამეწყო ეს მოგზაურობა 12 თვის განმავლობაში, რათა გამეგო ისეთივე სასწაულებრივია თუ არა, როგორც ამბობენ.

მაშ, მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ეს მართლაც ასეა, და ამიტომ:

1. მთელი წლის განმავლობაში არასდროს მქონია გაციება, გრიპი ან საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემა.

სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად ამან გამაკვირვა, რომ არცერთხელ მქონია გრიპი და გაციება. მთელი ცხოვრება მაწუხებდა ქრონიკული ტონზილიტი და გარდა ამისა, ვიკიდებდი ყველა იმ გრიპს ან ვირუსს, რომელიც ქალაქში შემოდიოდა. მე მყავს ძალიან დიდი ოჯახი, რომელშიც ყველა ასაკის ადამიანია თავმოყრილი  და დიდი შანსი იყო, რომ ვინმეს შეხვდებოდა ამ სეზონზე ყველაზე მოდური ვირუსი. მაგრამ იცით რა? მას შემდეგ, რაც დავიწყე ლიმონისა და თაფლის სასმელის დალევა, მე მუდმივად ჯანმრთელი ვრჩებოდი.

უნდა ვაღიარო - ხანდახან ზარმაცი ვიყავი და რამდენიმე დღეს ვაგდებდი. ამ დღეებში ხანდახან ვგრძნობდი მოახლოებული ავადმყოფობის ნიშნებს (ცემინება, სუსტი ხველა, დაღლილობა, დეპრესია, თავის ტკივილი, მუცელში წუწუნი), მაგრამ არცერთი გაციების ნიშანი არ გადაზრდილა რაიმე უფროიდდსა და მასშტაბურში.

გარდა ამისა, მას შემდეგ რაც თავი ხელში ავიყვანე და დავუბრუნდი სწორ გზას და ეს სიმპტომებიც კი, მთლიანად გაქრა, გეფიცებით მსოფლიოში ყველა თაფლსა და ლიმონს. ყოველთვის თან ვატარებ, სადაც არ უნდა წავიდე. არ უნდა წავიდეს. მაინტერესებს, უნდა ვღელავდე, რადგან ვამაყობ ამით?

2. ყავას აღარ ვსვამ და გავხდი

დილაობით თბილი თაფლიანი და ლიმონიანი წყლის დალევის განცდა გახდა ისეთი შეგრძნება, რომელსაც მივეჩვიე, რომ გამოვცადო დილიდანვე - ის მიხსნის გონებას და არ მიტოვებს დაღლილობისა და თავის ტკივილის შეგრძნებას, როგორც კოფეინის შემცველი სასმელები. გარდა ამისა, ეს სასმელი დილიდანვე მაძლევს ისეთ ენერგიას, რომ საღამომდე მიმყვება. იმდენად მავსებს ენერგიით, რომ შემიძლია მთელი დღე ვიღიმო. 

ადრე, როდესაც დილით ვიღვიძებდი, ერთი საათი მაინც მჭირდებოდა, რომ საწოლიდან ავმდგარიყავი და გამოვფიხზლებულიყავი, და არმეჩხუბა ჩემს ნათესავებთან, როგორც პირველყოფილი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომისევ ვაგრძელებ მათთვის ნერვების მოშლას, ამჯერად ამას სხვანაირად ვაკეთებ მაგალითად, საუზმეზე ხმამაღლა ვფიქრობ და ღრმა ფილოსოფიურ კითხვებს ვსვამ, ამავე დროს ფართო ღიმილის ვინარჩუნებ. მომიწევს რაღაცა შევცვალო, თორემ მათ მალე დავკარგავ.

3. ჩემი ოჯახი მეტად უფრო ჯანმრთელია - და ეს მახარებს.

მართალი გითხრათ, ყველაზე დიდი დრო დასჭირდა ჩემი ოჯახის დარწმუნებას, რომ უბრალო წყალს თაფლით და ლიმონით შეუძლია დაიცვას ისინი გაციებისა და გრიპისგან.

მაგრამ მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე ვითამაშე მზრუნველი ექთნის როლი და მათ დავალევინე ჩემი ჯაოსნური ელექსირი, როდესაც ისინი იყვნენ შეუძლოდ, ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ, რომ საერთოდ არ ვხუმრობდი, როცა ამ ელექსირის სარგებლობაზე ვსაუბრობდი. მათგან ყოველთვის მესმოდა მსგავსი რამ, „ვაუ! მე უკვე უკეთ ვგრძნობ თავს!” - და ამან კიდევ უფრო გამიძლიერა სურვილი, გამეგრძელებინა მისი მიღება ყოველ დილით.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ჩემი რეცეპტი:

მე მე არ ვიქნებოდი,თუ ჩემმიერ დადასტურებულ რეცეპტს არ გაგიზიარებდით. ესეიგი:

როგორც წესი, დილას დასალევად ამ სასმლის მოსამზადებლად ვიყენებ ნახევარი ლიმონის წვენს და 1 ჩაის კოვზ ნატურალურ გაუხსნელ თაფლს, ვხსნი ამ ყველაფერს ადუღებულ წყალში (ოდნავ გრილ, მაგრამ საკმარისად ცხელ, რომ თაფლი გაიხსნას), რის შემდეგაც ცოტა ცივ წყალს ვამატებ, რომ მთელი კათხა ერთბაშად დავლიო და დილით სხეულში წყლის მარაგი ავივსო.

თუმცა ეს ჩემი რეცეპტია და არა თქვენი. ზოგიერთი ლიმონი უფრო წვნიანია, ვიდრე სხვები, ზოგი უფრო მჟავე და თაფლი შეიძლება იყოს მეტ-ნაკლებად ტკბილი, ამიტომ გირჩევთ, ექსპერიმენტი გააკეთოთ, რომ იპოვოთ თქვენთვის იდეალური პროპორციები. სხვათა შორის, არ გირჩევთ დაუყოვნებლივ დაიწყოთ ნახევარი ლიმონით, დაიწყეთ მეოთხედით და თანდათან გაზარდეთ პროპორციები.

და როგორ მუშაობს ეს სასწაულებრივი სასმელი?

კარგად თუ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რას წერენ ჯანმრთელობის შესახებ სხვადასხვა ვებსაიტები, სულ მცირე, არსებობს ცხრა სასარგებლო რჩევა ამაზე მათთვის, ვინც დილით სვამს თბილ წყალს ლიმონით და ქვემოთ არის ჩემი რამდენიმე ფავორიტი.

ასე რომ თბილი წყალი ლიმონით...

1. ხელს უწყობს სწორ მონელებას და გიცავთ საშარდე გზების დაავადებებისგან

როდესაც ამ სასმელს დილით მიიღებთ, ის ხელს შეუწყობს თქვენი ნაწლავების სტიმულირებას და ასევე, მთელს სხეულს უვსებს წყლის მარაგს სწორი ნაწლავის ჩათვლით (რაც დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ ყაბზობა). გარდა ამისა, ლიმონის წვენი მოქმედებს, როგორც რბილი შარდმდენი საშუალება, ასუფთავებს საშარდე გზებს და ხელს უწყობს ასოცირებული დაავადებების თავიდან აცილებას.

2. აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და მეტაბოლიზმს

ამ სასმელის თითოეული კომპონენტი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე. ლიმონის წვენი ხელს უწყობს ნაღვლის გამომუშავებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ორგანიზმი იღებს შესაძლებლობას უფრო სრულად დაშალოს რთული საკვები და გამოიყენოს მათგან შემადგენელი ყველა საკვები ნივთიერება. თაფლს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები და გიცავთ ინფექციებისგან. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს კუჭის წვენის გამომუშავებას, რაც ხელს უწყობს ორგანიზმის ტოქსინების გაწმენდას. და ბოლოს, გეხმარებათ არ მოიმატოთ ცხიმი, რაც ასევე ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

3. ფაქტობრივად, ანათებთ ჯანმრთელობისა და სილამაგიზსგან 

ლიმონის წვენი დადებითად მოქმედებს თქვენს კანზე და იმის გამო, რომ ასტიმულირებს სისხლის ახალი უჯრედების გამომუშავებას, ხელს უწყობს კანის გაწმენდას და განახლებას. გარდა ამისა, წყალში გახსნილ თაფლს აქვს რეგენერაციული, ანტიბაქტერიული და გამამკვრივებელი თვისებები, რის წყალობითაც თქვენი კანი ყოველთვის ჯანსაღი და ელასტიური იქნება.

იმედია მოვახერხე სრულად გადმომეცა ჩემი შეხედულება: ეს თაფლიანი და ლიმონიანი სასმელი სიცოცხლის ნამდვილი ელექსირია და ყველას ვურჩევ მის მიღებას, ვისაც არანაირი უკუჩვენება არ აქვს. და ამათამავე,ის ძალიან გემრიელია.

აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია