აკნე არის ბაქტერიული დაავადება, რომლეიც ნებისმიერ ადამიანმა შეიძლება გამოსცადოს
კანი სიცოცხლის არამარტო „მეგობარი“, არამედ დიდი და მძიმე ორგანოა. სხვა ორგანოების მსგავსად, მასაც შეუძლია, რომ დაავადდეს და გადაუდებელი სასწრაფო დახმარება დასჭირდეს. მისი ერთ-ერთი მტერი არის აკნე, რომელიც არის ბაქტერიული დაავადება და ნებისმიერს შეიძლება დაემართოს ის.
აკნეს არ აქვს ასაკი და სქესი!
ჩავთვალოთ, რომ არის დემოკრატიული დაავადება და ის მოსახლეობის 80%-ს ემართება ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, დაახლოებით 11-დან 18-წლამდე.
არსებობს აკნესგან განსხვავებული დაავადება - როზაცეა, რომელიც 30-დან 50-მდე ასაკის ქალებს ემართებათ და სახეზე დროებითი ერითემიდან დაწყებული და მუდმივი ერითემით დამთავრებული სხვადასხვა სტადიებით შეიძლება გამოიკვეთოს.
მითი: მუწუკები ჩნდება ჭუჭყისგან
ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან მისი ნამდვილი გამომწვევი მიზეზები არის
ჰორმონალური დარღვევები, რაც ცხიმოვანი ჯირკვლების გადაჭარბებულ მუშაობას იწვევს.
პათოლოგიური პერიფოლიკულური კერატოზი
Propionibacterium acnes - ბაქტერიით გამოწვეული ანთება
როზაციის გამომწვევი მიზეზები ჯერ კიდევ არ არისგამოკვლეული, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:
გენეტიკა
იმუნურისისტემის დარღვევა
სახის კანის სისხლძარღვების რეაქტიული გაზრდა
გარემო ფაქტროები: UV გამოსხივება, დაბინძურება, მოწევა, ტემპერატურის არასტაბილურობა, არასათანადო დიეტა ან მოვლა.
მზე არ კურნავს აკნეს
აკნეს ერთ-ერთი მტერი არის მზე, რადგან გარუჯვის ან მზეზე დიდხანს ყოფნის დროს, აქტიურდება ცხიმოვანი ჯირკვლები და ეს არის საუკეთესო წყარო Propionibacterium acnes - ბაქტერიისგავრცელებისა, რაც თავისთავად, ცალკეულად წარმოქმის ახალ დაზიანებას.
მუწუკების ამოღებამ შეიძლება გაამწვავოს მდგომარეობა
გაჩენილი მუწუკები მიზეზია კანის გაუარესების, რადგან აკნეს შეკუმშვით ინფიცირებული თმის ფოლიკული ზიანდება და ანთება ძლიერდება, ასევე ხელები არის ბაქტერიების გადამტანი ზედაპირი და სახეზე მისი შეხებით ვრცელდება მიკრობები. ის იწვევს ჯიუტ დაძნელად მოსაშორებელ ნაწიბურებს.
აკნეს უნდა ვუმკურნალოთ
აკნეს მოსაშორებლად, ფაქტობრივად, ერთადერთი მიზეზი მკურნალობაა,რადგან ის არის დაავადება და დერმატოლოგის ჩარევა სჭირდება. მისი მკურნალობა არის ხანგრძლივი პროცესი, რაც მოთმინებას საჭიროებს. აუცილებელია, რომ ამ დროს გამოიყენებოდეს დერმოკოსმეტიკა, რაც არა მხოლოდ ზონალური, არამედ ზოგადი ადგილებისთვისაც გამოიყენება.
აუცილებლად სანახავი:სოდის გამოყენების 16 წესი, რომელიც ყველას გამოადგება! ნეტავ აქამდე მცოდნოდა
Facebook კომენტარები