ექიმები ამას არასოდეს გეტყვიან: აი, როგორ უნდა ვუმკურნალოთ კანის ამ დაავადებას!

4686

6 ბუნებრივი საშუალება ფსორიაზის სამკურნალოდ:

  • Შვრიის ფქვილი
  • ავოკადოს ნიღაბი გვირილით
  • ვაშლის ძმარი
  • ცხელი ზეითუნის ზეთი
  • ალოე ვერას გელი
  • არნიკის ზეთი

1. შვრიის ფაფა

შვრიის ფაფის გამოყენება ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა ფსორიაზთან საბრძოლველად. მისი დამარბილებელი და ამქერცლავი თვისებები აადვილებს მკვდარი უჯრედების მოცილებას კანის ზედაპირიდან და ხელს უწყობს ანთებისა და კანის სიწითლის შემცირებას.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა შვრიის ფაფა (100 გრ)
  • 5 ლიტრი წყალი

მომზადების წესი:

შვრიის ფაფა ჩაყარეთ მდუღარე წყალში და გააჩერეთ 2 წუთის განმავლობაში.
მიღებული მასა ჩაასხით თქვენს აბაზანაში დაბანის დროს, რომ დაზიანებულმა უბნებმა შეიწოვოს ეს წამალი. 15 წუთი გაჩერდით ასეთ წყალში და შემდეგ ჩამოიბანეთ სუფთა წყლით.

2. ავოკადოს ნიღაბი გვირილით

ავოკადოს ცხიმოვანი მჟავები იდეალურია კანის დატენიანებისთვის, განსაკუთრებით ფსორიაზით დაავადებული კანისთვის.

ინგრედიენტები:

  • 1 მწიფე ავოკადო
  • 1 სუფრის კოვზი გვირილის ყვავილი (10 გრ)
  • 1/2 ჭიქა წყალი (125 მლ)

მომზადების წესი:

ნახევარი ჭიქა გვირილის ნაყენი აურიეთ ბლენდერში მწიფე ავოკადოს რბილობთან ერთად.
მიღებული მასა წაისვით კანის დაზიანებულ ადგილებზე და გაიჩერეთ 20 წუთის განმავლობაში.
ჩამოიბანეთ თბილი წყლით და შეიმშრალეთ რბილი ქსოვილით.
გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ.

3. ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი შესამჩნევად აუმჯობესებს კანის მდგომარეობას ნებისმიერი დაავადების, მათ შორის ფსორიაზის დროს. ეს ბუნებრივი საშუალება ასევე ხელს უშლის ინფექციების განვითარებას.

ვაშლის ძმარი რეკომენდირებულია ფსორიაზის, ზედაპირული დამწვრობის, სოკოვანი დაავადებების და კანის ძლიერი აქერცველების დროს.
რადგან ვაშლის ძმარი სითხეა, ის ასევე კარგი სამკურნალო საშუალებაა ფრჩხილის ფსორიაზის დროს.

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჭიქა ორგანული ვაშლის ძმარი (125 მლ)
  • 1 ლ თბილი წყალი

მომზადების წესი:

ვაშლის ძმარი გახსენით წყალში და წაისვით დაზიანებულ კანზე ბამბის დისკით.
გაიმეორეთ პროცედურა დღეში 2-ჯერ, სანამ უსიამოვნო სიმპტომები არ ჩაცხრება.

4. ცხელი ზეითუნის ზეთი

ცხელი ზეითუნის ზეთის თვისებები ხელს უშლის კანის სიმშრალეს, აადვილებს მკვდარი უჯრედების მოცილებას და ამშვიდებს ქავილს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რეკომენდებული პროდუქტი, როდესაც გაქვთ თავის სკალპის ფსორიაზს.

ინგრედიენტები:

  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი (48 გრ)

მომზადების წესი: 

ზეითუნის ზეთი დადგით გასაცხელებლად ორთქლის აბაზანაზე, როცა გაცხელდება მიღებული მასა, მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით წაისვით თავის კანზე, შეიზილეთ.
გაიჩერეთ 20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ ჩვეულებრივი შამპუნით.
გაიმეორეთ პროცედურა კვირაში 2-3-ჯერ.

5. ალოე ვერას გელი

ალოე ვერას ღეროებში აქვს ჟელატინისებრი მასა - გელი. მას აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ის აქრობს ანთებას და აქვს დამატენიანებელი თვისებები.

ეს ბუნებრივი ინგრედიენტი აჩქარებს ჭრილობების, დამწვრობის შეხორცების პროცესს და ეხმარება გაუმკლავდეს კანის სხვა პრობლემებს, რომლებიც აფუჭებს ჩვენს გარეგნობას. ალოეს გელი ასევე ამცირებს ფსორიაზით გამოწვეულ კანის სიწითლეს და აქერცვლას.

ინგრედიენტები:

  • 2 სუფრის კოვზი ალოე ვერას გელი (30 გრ)
  • 1 ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი (5 გრ)

მომზადების წესი:

შეურიეთ ალოე ვერას გელი ქოქოსის ზეთს და როცა გლუვ მასას მიიღებთ, წაისვით კანის დაზიანებულ ზედაპირზე.
ნარევი კარგად შეიწოვება. გაიმეორეთ პროცედურა დღეში 2-ჯერ.

6. არნიკას ზეთი

ეს ბუნებრივი საშუალება შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ სახლში, მას აქვს ძლიერი ანტისეპტიკური, ანტიბიოტიკი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც წარმატებით გამოიყენება კანის დაავადებების სამკურნალოდ.

ინგრედიენტები:

  • 1/2 ჭიქა ზეითუნის ზეთი (100 გრ)
  • 6 სუფრის კოვზი არნიკას ყვავილი (60 გრ)
  • 1 მუქი კონტეინერი თავსახურით

მომზადების წესი:

გააცხელეთ ზეითუნის ზეთი ორთქლის აბაზანაზე, ჩაყარეთ არნიკის ყვავილები და გააჩერეთ 3 წუთის მანძილზე.

გადმოდგით ცეცხლიდან, ცოტა ხანს დადგით და შემდეგ ჩაასხით მუქ კონტეინერში და დააფარეთ თავსახური. დატოვეთ გრილ ადგილას 1 კვირა.

1 კვირის შემდეგ მიღებული პროდუქტი გაწურეთ (არნიკას ყვავილები უნდა ამოიღოთ ამ სითხიდან) და გააგრძელეთ მისი გამოყენება.

წაისვით კანის დაზიანებულ უბნებზე ყოველდღე ძილის წინ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ! რომ ყველა ზემოაღნიშნული ბუნებრივი საშუალება არ ანაცვლებს ექიმის მიერ დანიშნულ სამედიცინო მკურნალობას, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ის, რაც მოგწონთ და გამოიყენოთ ის, როგორც დამხმარე საშუალება, სიმპტომების სწრაფად გასაქრობად.

აუცილებლად სანახავი:ორეგანო, იგივე თავშავა, კურნავს ყველაზე რთულ დაავადებებს

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია