მოამზადეთ ეს ტკბილი კარტოფილის წვენი სისხლში შაქრის კონტროლისთვის, ასევე ფილტვების დეტოქსიკაციისთვის და მხედველობის გასაუმჯობესებლად!

871

მოამზადეთ ეს ტკბილი კარტოფილის წვენი სისხლში შაქრის კონტროლისთვის, ასევე ფილტვების დეტოქსიკაციისთვის და მხედველობის გასაუმჯობესებლად!

უკვე დაამატეთ ეს ბოსტნეული თქვენს საკვებ რაციონს?

მიუხედავად იმისა, რომ ტკბილი კარტოფილი წარმოუდგენლად ჯანსაღი და სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის, ბევრი ადამიანი მაინც ჯერ კიდევ არ მოიხმარს მას და ის, ალბათ, ბოლო პროდუქტიცაა, რასაც ბაზარში ყიდულობთ.

თუმცა კრემისებური ტექსტურით, ტკბილი პიკანტური გემოთი და სასარგებლო ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების სიმრავლით, ტკბილი კარტოფილი ის პროდუქტია, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოთ თქვენს საკვებ რაციონში!

ტკბილი კარტოფილის ჯანმრთელობის სარგებელი:

როგორც უკვე აღვნიშნეთ, არსებობს მრავალი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიტანოთ ტკბილი კარტოფილი თქვენს დიეტაში.

რაც ტკბილ კარტოფილს უნიკალურს ხდის სხვა ბოსტნეულებს შორის არის ვიტამინი B6. ცნობილია, რომ ის არეგულირებს ჰომოცისტეინის დონეს, ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც დაკავშირებულია გულის შეტევასთან და ბევრ დეგენერაციულ დაავადებასთან.

გარდა B6-ისა, ტკბილი კარტოფილი შეიცავს C და D ვიტამინებს, რომლებიც აუცილებელია ძვლის ზრდისთვის, საჭმლის მონელებისთვის და სისხლის უჯრედების ფორმირებისთვის.

გარდა ამისა, ტკბილი კარტოფილი შეიცავს რკინას, კალიუმს, ბეტა-კაროტინს და მაგნიუმს, რაც აძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას და ამცირებს სტრესს. მაგნიუმი ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას და სისხლის თეთრი და წითელი უჯრედების გამომუშავებას. მათში შემავალი ბეტა-კაროტინი შეიძლება გარდაიქმნას A ვიტამინად, როდესაც ორგანიზმს ეს დასჭირდება. ვიტამინი A აუცილებელია მხედველობის, იმუნური სისტემის გასაუმჯობესებლად და ასევე ის ლიერი ანტიოქსიდანტიცაა.

რეცეპტი:

თუ თქვენ გადაწყვიტეთ ტკბილი კარტოფილი შეიტანოთ თქვენს რაციონში, ეს წვენი თქვენთვის საუკეთესო საშუალებაა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ის როგორც საუზმის შემცვლელი ან როგორც  დასანაყრებელი საჭმელი მთელი დღის განმავლობაში.

საჭირო ინგრედიენტები:

1-2 უმი ტკბილი კარტოფილი
4-6 ნიახური
2 სტაფილო
მწიკვი დარიჩინი

მომზადების მეთოდი:

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში და კარგად აურიეთ. დარწმუნდით, რომ ყოველთვის ყიდულობთ ორგანულ ინგრედიენტებს. ასევე, თუ გსურთ, პროდუქტს ბოლოს შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი დარიჩინი გემოს გასაუმჯობესებლად. გემრიელად მიირთვით!!

Facebook კომენტარები