ნუ უგულებელყოფთ ამ სტატიას! გულის შეტევის დროს გადარჩენის შანსების გაზრდის გზები..

823

ნუ უგულებელყოფთ ამ სტატიას! გულის შეტევის დროს გადარჩენის შანსების გაზრდის გზები..

გულის შეტევის დროს გადარჩენის თქვენი შანსი დამოკიდებულია თქვენივე ჯანმრთელობაზე. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ ისინი, ვინც კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან, ნაკლებად იღუპებიან გულის შეტევების დროს, ვიდრე ჭარბ წონიანი და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მქონენი. ეს რისკებია..

როდესაც ადამიანი მონაწილეობს ვარჯიშში, მისი სხეული იღებს საკმარის რაოდენობის სისხლსაც და ჟანგბადსაც, რაც მას სჭირდება. გულ-სისხლძარღვთა ვარჯიში ხელს უწყობს გულში ახალი სისხლძარღვების აშენებას. ის ნამდვილად ამზადებს გულს ისეთი მოვლენისთვის, როგორიცაა მაგ. მიოკარდიუმის ინფარქტი.

მამაკაცები უფრო ხშირად განიცდიან გულის შეტევას, ვიდრე ქალები. არსებობს სხვადასხვა რისკ-ფაქტორები, რომლებიც კიდევ უფრო ზრდის გულის შეტევის ალბათობას. მათ შორისაა მოწევა, მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი და სიმსუქნე. ასევე გულის დაავადების ოჯახური ისტორია შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს.

ცხოვრების სტილის შეცვლა: კვირაში მინიმუმ სამჯერ მაინც უნდა ივარჯიშოთ მინიმუმ 20 წუთით. ველოსიპედი, სარბენი ბილიკები და ნიჩბოსნობა შესანიშნავი ვარიანტებია თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად. რაც უფრო აქტიური ხართ, მით მეტია თქვენი გადარჩენის შანსი გულის შეტევის დროს.

გულის შეტევის თავიდან ასაცილებლად ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა: 

თუ მწეველი ხართ, მოწევას ახლავე უნდა დაანებოთ თავი. მოწევა ზღუდავს სისხლძარღვების სანათურს გულსა და დანარჩენ სხეულში. ხოლო სისხლის ნაკადის შეზღუდვა გულის შეტევის რისკის ფაქტორია. გააკონტროლეთ სისხლში შაქარი და ქოლესტერინი. ქოლესტერინი გულის შეტევის მთავარი რისკფაქტორია. ასევე უნდა დარწმუნდეთ, რომ მოერიდებით ცხიმიან, შემწვარ საკვებს და შაქრით დატვირთულს. რასაც ჭამთ ეს ყოველივე პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს ჯანმრთელობაზე. მცენარეული დიეტის მიღება, რომელიც გეხმარებათ თქვენი გულის სიჯანსაღის შენარჩუნებაში, მხოლოდ გაზრდის თქვენს შანსებს, მომავალში თავიდან აიცილოთ რაიმე სახის გულის პრობლემა

გულის შეტევა შეიძლება დაგვემართოს მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად მოველით. და სამწუხაროდ მანამდე სხეული ხშირად არ იძლევა რაიმე სახის გამაფრთხილებელ ნიშნებს. სწორედ ამიტომ ახლავე დაიწყეთ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა და დაავადების განვითარების რისკებიც ნელ ნელა შემცირდება!

Facebook კომენტარები